Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საუდის არაბეთში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმას არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საუდის არაბეთში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმას არ ასახავს

აპრილს 7, 2026 · პოლიტიკა

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ კადრები საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში აშშ-ის საელჩოზე ირანული დრონების შეტევას ასახავს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში იძებნება 2026 წლის თებერვლიდან, მაშინ როცა აშშ-ის საელჩოზე შეტევა 2026 წლის 2 მარტს მოხდა.
სინამდვილეში, ვიდეო სამანქანო გზაზე ხანძარს ასახავს.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მომხმარებელი ამტკიცებს, რომ კადრები საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში აშშ-ის საელჩოს დაბომბვას ასახავდა. აღწერა ასევე მიუთითებს, რომ სააგენტო Reuters-ის მიხედვით, დაბომბვამ საელჩოში ხანძარი გამოიწვია და საელჩო სრულად განადგურდა.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი, უსაფრთხოებისა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაიღუპა. ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის, ასევე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საუდის არაბეთში, ამერიკული სამხედრო ბაზებისა და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ.

3 მარტს ადრე დილით, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ირანულმა დრონმა რიადში ამერიკის საელჩოს დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ პრესრელიზში „მცირე მატერიალური ზიანის“ შესახებ იყო საუბარი, ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დიდი ხანძარი და შედეგად გამოწვეული საცობი იყო ნაჩვენები.

უნდა ითქვას, რომ სააგენტო Reuters-მა მართალაც დაწერა სტატია აღნიშნულ მოვლენაზე; თუმცა სააგენტო სტატიაში ასევე ციტირებს საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს და მიუთითებს, რომ მათი შეფასებით გაჩენილი ხანძარი შეზღუდული იყო, ხოლო ზიანი უმნიშვნელო. Reuters არსად ახსენებს, რომ საელჩო სრულად განადგურდა.

ამ საკითხისადმი მიძღვნილ სტატიაში სააგენტო Bloomberg იყენებს შეტევის შემდგომ დღეს, 3 მარტს გადაღებულ აშშ-ის საელჩოს ფოტოს რიადში, რომელზეც საელჩოს შენობას რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის ან ხანძრის კვალი საერთოდ არ ეტყობა.

გავრცელებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდის უკუძიებას მივყავართ ვიდეოებამდე, რომლებიც სოციალურ ქსელ Instagram-სა და YouTube-ზე ჯერ კიდევ 2026 წლის 8 და 6 თებერვალს გამოქვეყნდა, რაც რიადში აშშ-ის საელჩოზე შეტევამდე თითქმის ერთი თვით ადრეა.


აღნიშნული ვიდეო მსგავსი შეცდომაში შემყვანი აღწერით სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ესტონური ფაქტების გადამოწმების გამოცემა Delfi და ფრანგული AFP გამოეხმაურნენ. AFP შეეცადა დაედგინა ხანძრის მიახლოებითი ლოკაცია. Google Earth-ის სატელიტური ფოტოების გამოყენებით მათ მიაკვლიეს მიახლოებით ადგილს, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრითაა დაშორებული აშშ-ის საელჩოსგან, რომელიც რიადის დიპლომატიურ კვარტალში მდებარეობს.

ამდენად, იდენტური ვიდეოების გავრცელების თავდაპირველი თარიღი და ასევე ის ფაქტი, რომ ხანძარი აშკარად სამანქანო გზაზეა გაჩენილი და არა შენობაზე, მიუთითებს, რომ გავრცელებული ვიდეო აშშ-ს საელჩოზე მარტის დასაწყისში მომხდარ შეტევას არ ასახავს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025
სოციალურ ქსელში ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სექ 16, 2025
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 18, 2025
სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან
სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან
ოქტ 03, 2024
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა
აგვ 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.