Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანება - ივანე ჯავახიშვილის ოცნება თუ გამოგონილი ციტატა?

თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანება - ივანე ჯავახიშვილის ოცნება თუ გამოგონილი ციტატა?

მარტს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

ვრცელდება ივანე ჯავახიშვილის ციტატა, რომლის მიხედვითაც ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებაზე ოცნებობდა
გაზეთი "საქართველო", რომელშიც თითქოს ჯავახიშვილის ციტატა გამოქვეყნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებამდე გამოიცემოდა
გაზეთ "საქართველოს" ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია

სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის გაზეთ "საქართველოს" ფოტოანაბეჭდი, რომელშიც, თითქოს, გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, საზოგადო მოღვაწის და თბილისიწს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის ციტატა - "ჩემი ოცნებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანება".

ციტატის გავრცელება, სავარაუდოდ, უკავშირდება "ქართული ოცნების" 2026 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების შესახებ. აქამდე, ივანე ჯავახიშვილის მსგავსი ციტატა არ გავრცელებულა და ღია წყაროებში არც ახლა იძებნება.

ფოტოანაბეჭდი გაზეთ "საქართველოს" გვერდის რედაქტირების შედეგად შეიქმნა, რაზეც მოწმობს გაზეთის სათაურის შრიფტი.

ყალბი ფოტოანაბეჭდი


გაზეთ "საქართველოს" რეალური გამოცემა


გაზეთი "საქართველო" საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ 1915-1921 წლებში, რუსეთის წითელი არმიის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიამდე გამოიცემოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი 1922 წლის 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით დაარსდა. ამავდროულად, ციტატაში ივანე ჯავახიშვილს მიაწერენ სიტყვებს "სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი". აღნიშნული სახელწოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 1948 წელს მიენიჭა, ივანე ჯავახიშვილი კი 1940 წელს გარდაიცვალა.

აქედან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილი სტუ-ის დაარსებამდე მის თსუ-თან შეერთებაზე ვერ ისაუბრებდა. ის ასევე ვერ უწოდებდა დღევანდელ სტუ-ს სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, ვინაიდან, აღნიშნული სახელწოდება სასწავლებელმა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მოცემული ორი ქრონოლოგიური უზუსტობა მიანიშნებს, რომ ციტატა ყალბია.

ფოტოანაბეჭდს ასევე აქვს რედაქტირების კვალი. პირველ რიგში, ერთი ადამიანის პორტრეტი და ერთწინადადებიანი ციტატა არცერთი გაზეთის პირველ გვერდს დაიკავებდა. 1910-20-იანი წლების გაზეთებისთვის შეუსაბამოა ასევე შრიფტი, რომლითაც ციტატა არის დაწერილი. ამავდროულად, ფოტოანაბეჭდს ეტყობა, რომ რეალური გამოცემის ტექსტი გადაღებილია და მასზე ყალბი ციტატა გადაწერილია.

შრიფტი ყალბი ფოტოანაბეჭდიდან

შრიფტი გაზეთ "საქართველოს" რეალური გამოცემიდან


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
ნოე 27, 2025
ტელეკომპანია „იმედი“  ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
დეკ 26, 2024
რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ
რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ
მაი 29, 2026
თემურ ცამციშვილი: იმერეთის მასშტაბით, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება
თემურ ცამციშვილი: იმერეთის მასშტაბით, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება
ივნ 22, 2024
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
მარ 17, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.