Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

დეკემბერს 23, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ისმის მტკიცება, რომ გაეროს მიგრანტთა კომპაქტი „მიგრაციის დიდი ნაკადების მიღებისა და მიგრანტებისთვის ღირსეული საცხოვრებელი და შრომითი პირობების შექმნის ვალდებულებას აკისრებს საქართველოს“. სინამდვილეში, მიგრაციის შესახებ კომპაქტი სამართლებრივ ვალდებულებას არც ერთ ქვეყანას არ აკისრებს.

2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარაქეშში 164-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს მიგრაციის კომპაქტს, მათ შორის საქართველომაც. აღნიშნული პაქტი მიგრაციული კრიზისის შესახებ პირველი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც 18-თვიანი დებატებისა და მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. უსაფრთხო და რეგულირებული მიგრაციის შესახებ კომპაქტი გლობალურ მიგრაციასთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციასა და არალეგალური მიგრაციის შემცირებას ისახავს მიზნად.  კომპაქტი 23 პუნქტს მოიცავს, რაც სამ ძირითად მიმართულებას – მიგრანტთა უფლებების უკეთ დაცვა, საზღვრების კოორდინირებული მართვა, წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, აერთიანებს.

ვიდეოში გამოთქმული მტკიცება, რომ აღნიშნული კომპაქტი საქართველოს მიგრანტთა დიდი ნაკადის მიღებასა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც პაქტის ხელმოწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მილიონობით მიგრანტის მიღების საბაბით გააპროტესტეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა:

„ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ვალდებულებას კონკრეტულად მიგრანტების მიღებაზე ან რაიმე სახის ვალდებულებების აღებას, რამდენადაც თვითონ ამ დოკუმენტში არის აღნიშნული, რომ ეს არის არასავალდებულო ხასიათის – ანუ, იურიდიულად სავალდებულო ხასიათი ამ დოკუმენტს არ აქვს. შესაბამისად, ყველა ის კონკრეტული დებულება, რაც ამ დოკუმენტშია მოცემული, პირველ რიგში, ეფუძნება ზუსტად იმ ძირითად პრეამბულას, სადაც საუბარია იმაზე, რომ 1. დოკუმენტი არის არასავალდებულო ხასიათის; 2. ნებისმიერი დებულება, რომელიც ამ დოკუმენტშია გაწერილი, შესრულდება იმ დოზით, ფორმითა და რეალიების გათვალისწინებით, რაც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს – შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადგილობრივი საიმიგრაციო პოლიტიკის გათვალისწინებით და ა.შ. სუვერენიტეტის ელემენტი ამ კონკრეტულ ნაწილში არის სრულად უზრუნველყოფილი, თვითონ დოკუმენტი ითვალისწინებს ამას“.

მართლაც, კომპაქტის საბოლოო ვერსიის პრეამბულის მე-7 პუნქტშია ხაზგასმული:

„გლობალური შეთანხმება წარმოადგენს არასამართლებრივად სავალდებულო თანამშრომლობის ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება წევრი სახელმწიფოების მიერ ნიუ-იორკის დევნილთა და მიგრანტთა შესახებ დეკლარაციაში შეთანხმებულ ვალდებულებებს. ის ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას მიგრაციის საკითხებში ყველა შესაბამის სუბიექტს შორის; აღიარებს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ ძალუძს მიგრაციის საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება და იცავს სახელმწიფოების სუვერენიტეტს და მათ ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

ამრიგად, გაეროს მიგრანტთა კომპაქტი საქართველოს მიგრანტთა მიღების ვალდებულებას არ აკისრებს.

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.