Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც „იმედის“ ჟურნალისტი და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ფიგურირებენ

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც „იმედის“ ჟურნალისტი და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ფიგურირებენ

დეკემბერს 22, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც „ტვ იმედის“ წამყვანი ნათია სონღულაშვილი ჩანს და ამბობს: „სასწრაფო სიახლე, მოკლულია ექიმი, რომელმაც შეცვალა მიდგომა სახსრების მკურნალობაში, ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, რომელმაც თამამად დაუპირისპირდა ფარმაცევტულ კომპანიებს გუშინ მკვდარი აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების ერთი კვირით ადრე მან ჩაწერა ვიდეო მიმართვა ყველა მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრების ტკივილი, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“ (სტილი დაცულია). ვიდეოში შემდგომ ჩნდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამბობს: „თუ თქვენ ეს ვიდეო გიყურებთ, შესაძლოა, რომ მე ამ ქვეყნიდან აღარ ვყოფილვარ….“ (სტილი დაცულია). სინამდვილეში, ვიდეო ნამდვილი არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული (არქივირებული ბმული).

ხელოვნური ინტელექტის კვალზე, პირველ რიგში, მიუთითებს ტელეწამყვანისა და ვაჟა გაფრინდაშვილის საუბრის გაუმართავი ტექსტი და ის ფაქტი, რომ მათი ტუჩების მოძრაობა არ ემთხვევა წარმოთქმულ სიტყვებს.

დამატებით, ვიდეოში ნათქვამია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გარდაიცვალა, თუმცა სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. სანდო მედიაში ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვირუსულ ვიდეოში ჟურნალისტისა და ექიმის საუბრის პარალელურად დაკრძალვის კადრები ჩანს, რაც თითქოს გაფრინდაშვილის გარდაცვალებას ადასტურებს. რეალურად, აღნიშნული კადრები ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის დაკრძალვის ცერემონიას ასახავს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონაკვეთის შესაქმნელად სავარაუდოდ გამოყენებულია კადრები „რადიო თავისუფლების“ 2019 წლის 30 დეკემბრის ინტერვიუდან, რასაც ექიმის ჩაცმულობა და უკანა ფონიც ადასტურებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ბოლოს რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ექიმის, ლეო ბოკერიას ვიდეოა ჩასმული, რომლის საუბარიც, ვაჟა გაფრინდაშვილისა და „იმედის“ ჟურნალისტის საუბრის მსგავსად, გაუმართავია. ბოკერიას ვიდეოც პროგრამულად დამუშავებულია. ვიდეო რუსული არხისთვის მიცემული მისი ერთ-ერთი ინტერვიუდანაა, სავარაუდოდ, აღებული. ამას სხვადასხვა დეტალი, მათ შორის ექიმის ჩაცმულობა, წარწერა და ფონი ადასტურებს.

ფოტო რეალური ვიდეოდან:

ფოტო რედაქტირებული ვიდეოდან:

რაც შეეხება გვერდს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს ავრცელებს. გვერდს Health Horizon ჰქვია და 2025 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, 15 ათასი გამომწერი ჰყავს. მისამართში მითითებულია აშშ, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციაში ერთ-ერთი ამერიკული კლინიკის Cleveland Clinic- ის ვებგვერდია მითითებული. გვერდი 2025 წლის 5 მაისსაა შექმნილი.

საგულისხმოა, რომ Cleveland Clinic-ის ვებგვერდზე გადასვლისას, ჩანს მათი სოციალური ქსელებიც, მათ შორის, Facebook. მასზე დაკლიკვის შემდგომ, კლინიკის რეალურ გვერდზე გადავდივართ, რომელიც ვერიფიცირებულია და 1.9 მლნ გამომწერი ჰყავს. ასევე აღსანიშნავია, რომ გვერდს Health Horizon ვებგვერდის გარდა, ტელეფონის ნომერიც Cleveland Clinic-ის აქვს მითითებული. კლინიკა რეალურად ოჰაიოს შტატში მდებარეობს, თუმცა ყალბ გვერდს მისამართში დასავლეთ ვირჯინიის შტატი აქვს მითითებული.

გვერდს Health Horizon ოთხი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ბოლო – 2025 წლის 13 ივლისს. თუმცა აქტიურად არეკლამებს ვიდეოებს. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის თანახმად, გვერდი ამჟამად 22 ვიდეოს არეკლამებს, მათ შორისაა სტატიაში განხილული ვიდეოც.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა რედაქტირებული.

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.