Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ნენსი ვოლანდის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნენსი ვოლანდის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება

დეკემბერს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო მედიები რუსთავი 2; „პოსტვ“; Spnews სააგენტო სივრცეები და სხვა Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4) აქტივისტისა და Facebook-ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლის ნენსი ვოლანდის (ქრისტინე ბოტკოველი)  ციტატით ქარდებს და ვიდეოს აქვეყნებენ. „რუსთავი-2“, ანუ რუს–თავი, ანუ რუსეთის თავი მეორე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იმართება პირდაპირ რუსეთიდან და არის რუსეთის მეორე თავი!“, – ამბობს ვიდეოში ვოლანდი (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ნენსი ვოლანდი ვიდეოში ბრიტანულ მაუწყებელსა და ბრომბენზილციანიდის შემოკლებულ აბრევიატურას შორის დამთხვევაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ფრაზას სარკაზმით გამოეხმაურა. მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ვიდეოში ხუმრობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში აღნიშნული კონტექსტი არ ჩანს და ქმნის წარმოდგენას, რომ ეს განცხადება ნენსი ვოლანდმა ნამდვილად, ხუმრობის და სარკაზმის გარეშე, გააკეთა.  შესაბამისად, პოსტები შეცდომაში შემყვანია.

 

ნენსი ვოლანდმა ვიდეო, რომელშიც რუსთავი 2-ის შესახებ საუბრობს, საკუთარ გვერდზე 5 დეკემბერს გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). მისი ვიდეოს დასაწყისში ჩასმულია რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერის წამყვანის დავით კაკულიას ფრაზა: „რა გამოიძია BBC-მ, რომლის აბრევიატურაც უცნაურად ემთხვევა ბრომბენზილციანიდის შემოკლებულ აბრევიატურას, ასევე BBC-ის“. მან აღნიშნული ფრაზა გადაცემა კურიერში 4 დეკემბერს გააჟღერა.

ამის შემდეგ ვიდეოში თავად ნენსი ვოლანდი ჩანს, რომელიც ამბობს: „რუსთავი-2″, ანუ რუს–თავი, ანუ რუსეთის თავი მეორე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იმართება პირდაპირ რუსეთიდან და არის რუსეთის მეორე თავი!“.  ვიდეოს დადებიდან რამდენიმე საათში, მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ვიდეოში ხუმრობდა: „ძაან იშვიათად ვშვრები მაგას, მაგრამ ჩემს ბოლო ვიდეოზე კომენტარები გავთიშე, მაგ ვიდეოს რო ვწერდი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ქოცები ვერ მიმიხვდებოდნენ ღადაობას და ასეც მოხდა.  დამოუკიდებლად თასმებს როგორ იკრავთ ეგ მიკვირს“.

 

ცნობისთვის, BBC-მ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სტატია „ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ნაერთს ასხამდნენ, ვარაუდობს BBC-ის მტკიცებულებები“ (WW1 toxic compound sprayed on Georgian protesters, BBC evidence suggests) და დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ (When Water Burns: The Fight for Georgia) გამოაქვეყნა. BBC-ის თანახმად, მათ მიერ მოძიებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება  „კამიტე“ – ბრომობენზილ ციანიდი, გამოიყენა.

 

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.