Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხ ახალ ავტომობილს შეიძენს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხ ახალ ავტომობილს შეიძენს

ნოემბერს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსთვის ოთხი ახალი ავტომობილის შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. შემსყიდველს  II კლასის მაღალი გამავლობის 4  ერთეულ მსუბუქ ავტომობილს, სავარაუდოდ, შპს „სენა ავტო“ მიაწვდის, რადგან მეორე პრეტენდენტს – შპს „კავკასუს ავტომოტივს“, რომელმაც უფრო დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, თუმცა სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად, გამარჯვებული გამოვლენილია – „სენა ავტომ“ სავარაუდო ღირებულება არ შეცვალა და ოთხი ავტომობილის მიწოდებას 289 760 ლარად აპირებს.

ტექნიკური დავალების თანახმად, II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ცხრილი 1. მოთხოვნები, რომლებსაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ შესყიდული ახალი ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მოგეხსენებათ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, უმაღლეს საბჭოს „ქართული ოცნებიდან“, ძველ წევრებთან ერთად, რამდენიმე ახალი წევრიც ჰყავს. Geofacts-ი დაინტერესდა, რამდენი და რომელი მოდელის ავტომობილია ახლა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ბალანსზე და ვინ სარგებლობს ამ ავტომობილებით. უწყებისგან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხის თანახმად, 2025 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე ირიცხება 19 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც სამი ერთეული ამორტიზებულია.

ცხრილი 2. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო, დანართი 1

ოთხი ახალი ავტომობილი, რომლებსაც უწყება შეიძენს, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის უნდა იყოს, არა უადრეს 2025 წელს გამოშვებული, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. მოგეხსენებათ, აჭარის უმაღლესი საბჭო 21-წევრიანია, თუმცა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან, წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა – 13 წევრით. 2025 წელს მათ რიცხვს კიდევ ორი დეპუტატი დაემატა – პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. უწყების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბჭოში 15 დეპუტატია. პერსონალური სატრანსპორტო საშუალებებით „ქართული ოცნების“ წევრები სარგებლობენ. ოთხი ავტომობილის შეძენის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცამეტ დეპუტატს ათი ახალი  (ექვსი – 2023 წელს და ოთხი 2025 წელს გამოშვებული) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოემსახურება.

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.