Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ

ნოემბერს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ფოტოს ავრცელებს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის მშობლები ჩანან, ქვემოთ კი რუსული ტექსტია მოცემული. ფოტოს აღწერაში ტექსტი ქართულადაა თარგმნილი და ვკითხულობთ: „ზელენსკის მშობლებმა გადაწყვიტეს ისრაელში მდებარე ვილის გაყიდვა და მაიამიში გადასვლა.

«აქ ძალიან არასტაბილური სიტუაციაა და ჩვენ, როგორც მდიდარ ადამიანებს, შეგვიძლია ავირჩიოთ დედამიწის ნებისმიერ წერტილში ცხოვრება», – თქვა ოჯახის უფროსმა.“ სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მშობლების მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. ციტატა არც  რუსულ მედიებს გაუვრცელებიათ. ციტატის Google-ის  სისტემაში ძიებისას, მხოლოდ სოციალური ქსელის ანგარიშებსა და გვერდების მიერ გავრცელებული მასალა გვხვდება.

საგულისხმოა, რომ წარსულში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2023 წელს ზელენსკიმ მშობლებს სახლი აჩუქა ისრაელში, რომლის ფასიც 8 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მშობლებისთვის ისრაელში 8 მილიონ დოლარად სახლის შეძენასთან დაკავშირებით უცხოენოვან სოციალურ ქსელებში მტკიცება 2022 წლიდან ვრცელდება. მტკიცებას თან მოჰყვებოდა სახლის ფოტო, რომელზეც თითქოს ზელენსკის მიერ ისრაელში შეძენილი სახლი ჩანდა. ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) აღმოჩნდა, რომ ფოტოზე ნაჩვენები სახლი რეალურად კიევში მდებარეობს და მას Kyiv Sea Casa ჰქვია. 2022 და 2023 წელს აღნიშნული სახლი 15 მილიონ დოლარად იყიდებოდა, განცხადება კი უძრავი ქონების სააგენტო Sothebys Realty-ს ვებგვერდზე იძებნებოდა, თუმცა ამჟამად არც ღია წყაროებში და არც სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია გაიყიდა, თუ – არა სახლი.

ამდენად, სახლი, რომელიც ფოტოსურათზე ჩანდა და ზელენსკის ისრაელში შეძენილ ქონებად წარმოაჩენდნენ, რეალურად, კიევში მდებარეობს. დამატებით, ზელენსკის მშობლების ციტატის ნამდვილობა, რომლის თანახმადაც მათ მაიამიში გადასვლა სურთ, არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.