Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?

რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?

ოქტომბერს 17, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook ანგარიში, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, წერს, რომ ქართული მედიები იტყუებიან და რეალურად 2025 წლის 15 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაგეგმილი შეხვედრა კობახიძემ გააუქმა. ამის დასადასტურებლად პოსტს თან ერთვის ფოტოსურათი, რომელშიც Google-ის ხელოვნური ინტელექტის პასუხია მოცემული: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააუქმა 2025 წლის 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა ელინა ვალტონენთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოვალეობის შემსრულებელ თავმჯდომარესთან“. ამასთან, პოსტში არ ჩანს ზუსტი კითხვა, რაც ხელოვნურ ინტელექტს დაუსვეს. (არქივირებული ბმული)

2025 წლის 14 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ჩამოვიდა. თავდაპირველად ის  საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, შემდგომ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა. რუსთაველის გამზირზე მინისტრმა ვალტონენმა ვიდეო გადაიღო და პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები. თბილისში ვიზიტისას მინისტრი ვალტონენი  ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.

15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა: „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. მოგვიანებით,  15 ოქტომბერს „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“ კობახიძემ გაიმეორა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ გააუქმა.

ელინა ვალტონენმა 2025 წლის 16 ოქტომბერს X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კობახიძეს მიმართავდა, პოსტის ბოლოს კი წერდა: „ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია“.

ვალტონენის ინიცატივით შეხვედრის გაუქმებაზე დაწერა ფინურმა მედიამაც. ფინური „ულეს“ ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტყუილია, თითქოს ქართული მხარის ინიციატივით გაუქმდა ვალტონენისა და კობახიძის შეხვედრა. ფინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეხვედრა მათ გააუქმეს განრიგში შესული ცვლილებების გამო.

აღნიშნული ინფორმაცია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთთანაც“ დაადასტურა. „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილობით პასუხში სამინისტრო აღნიშნავს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს, გრაფიკთან დაკავშირებული მიზეზების გამო გააუქმა. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის პირველი გაჩერება აზერბაიჯანი უნდა ყოფილიყო და ვიზიტი თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი. თუმცა, ის გაუქმდა, რადგან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, მინისტრ ვალტონენის დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად, ეგვიპტეში, ღაზას საკითხზე გამართულ „მშვიდობის სამიტს“ ესწრებოდა. გუშინდელი მონაცემებით, ბაქოში ვიზიტი წარმატებით გადაინიშნა დღეისთვის“.

რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში Google-ის ხელოვნური ინტელექტის პასუხიცაა მოცემული, „ჯეოფაქტსმა“ ვალტონენსა და კობახიძეს შორის შეხვედრის გაუქმებაზე კითხვა დაუსვა. Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა შემდეგი პასუხი გაგვცა: “როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ელინა ვალტონენიც აცხადებენ, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა ორივე მხარე განსხვავებულ მიზეზს ასახელებს.

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გააუქმა იმის გამო, რომ ვალტონენი მონაწილეობდა „არალეგალურ აქციაში“ და თბილისში ყოფნისას „ცრუ განცხადებები“ გააკეთა.

თუმცა ელინა ვალტონენის განცხადებით, შეხვედრა ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო, რადგან მას უფრო ადრე მოუწია თბილისის დატოვება სამხრეთ კავკასიაში ტურნეს გაგრძელებისთვის — აზერბაიჯანში.

ვალტონენმა ეს ინფორმაცია X-ზე გაავრცელა და აღნიშნა: „სამწუხაროდ, მომიწია შეხვედრის გაუქმება თბილისში გრაფიკის გამო“. მიუხედავად იმისა, რომ „ჯეოფაქტსს“ ხელოვნურმა ინტელექტმა ორივე, ქართული და ფინური მხარის პოზიცია წარუდგინა პასუხად, შესაძლოა პოსტის ავტორმა განსხვავებული ფორმულირებით დაუსვა კითხვა, რამაც პასუხის განსხვავებულობა გამოიწვია.

ამგვარად, ორი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და  შესაბამისად, პოსტის ავტორის მტკიცებაც არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.