Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა

დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა

ოქტომბერს 1, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Xaxutaishvili Irma, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის დროს გაეროს დარბაზში პირველად გაჟღერდა ქართული ენა: „იცოდით რომ, გაეროს დარბაზში პირველად გაჟღერდა ქართული ენა გუშინ ? მიუხედავათ იმისა რომ პრეზიდენტმა კარგად იცის ინგლისური“, – წერს Facebook-ანგარიში. სინამდვილეში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმართვა ქართულად,  მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან, აქამდეც გაჟღერებულა.

 

მსგავსი პრეცედენტი 2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლის დროს მოხდა. ბახტაძემ გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვა ქართულ ენაზე წარმოთქვა.

ბახტაძემდე გაეროს გენერალურ ასამბლეას 1999 წელს ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ  ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვიდა და გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა. სიტყვით გამოსვლისას, მან შეაქო საქართველოს „პრაგმატული საგარეო პოლიტიკა“ და მხარი დაუჭირა „მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ გადასვლას: „ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“. ყაველაშვილმა  „აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც“ მიმართა: „ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ“.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართულად გამოსვლისას  პირველად გააჟღერა ქართული ენა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.