Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Emory Tamassia Marshack” ვიდეოს ავრცელებს, (არქივირებული ბმული) რომელშიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე პროფესორ ზურაბ გურულის მიერ შექმნილ დიაბეტის სამკურნალო საშუალებაზე საუბრობს. აღნიშნული 164 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაეხმარა დიაბეტისგან განკურნებაში და ამ მეთოდის „გამჟღავნების“ გამო „წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა“ 68 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს ზურაბ გურულზე. ვიდეოში ზურაბ გურული ამბობს: „თუ თქვენ ჯერ კიდევ ამ ბრძოლაში ხართ დიაბეტთან, შეაჩერეთ ყველაფერი და კონცენტრირებულად მომისმინეთ. ადგით, შედით სამზარეულოში და მიჰყევით ამ ვიდეოში ნაჩვენებ სამ მარტივ ნაბიჯს, რადგან ყველაფერი, რაც დიაბეტი მოგაშორებთ, უკვე თქვენს მაცივარშია“ (რედაქტორის შენიშვნა: ვიდეო შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს).

სინამდვილეში, ვიდეო ნამდვილი არ არის. როგორც გიორგი თარგამაძის, ასევე ზურაბ გურულის კადრები ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა რედაქტირებული.

საგულისხმოა, რომ როგორც გიორგი თარგამაძის, ასევე ზურაბ გურულის საუბარი ტუჩების მოძრაობას არ ემთხვევა. ზოგიერთ მომენტში გაურკვეველია სიტყვები და უხვადაა გრამატიკული შეცდომები.

რედაქტირებისთვის გამოყენებულია კადრები ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან „დროება“, რომლის წამყვანიც გიორგი თარგამაძეა. 2024 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ეპიზოდში თარგამაძეს სტუმრად ზურაბ გურული ჰყავდა. გადაცემაში მათ დიაბეტზე საერთოდ არ უსაუბრიათ. ინტერვიუს თემა საქართველოსა და აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.

რედაქტირებული ვიდეო Facebook-ზე გვერდმა სახელად „Emory Tamassia Marshack“ გაავრცელა. გვერდზე გადასვლისას ჩანს, რომ მას პოსტები გამოქვეყნებული არ აქვს. გვერდის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის 2023 წლის 1 ნოემბერს შეიქმნა და ამჟამად პოსტებს არ არეკლამებს. ამ განყოფილებაში ასევე ჩანს, რომ გვერდს ინდოეთიდან და ვიეტნამიდან მართავენ. გვერდის კატეგორიაში მითითებულია, რომ ის ფან-გვერდია.

გვერდის მთავარ ფოტოსა და გარეკანზე ქალის ერთი და იგივე ფოტოსურათია გამოყენებული. Google-ით ფოტოს ძიებისას ჩანს, რომ Facebook-ზე იდენტური ფოტოსურათით ბევრი ანგარიშია შექმნილი. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.9%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან Deepfake-ის კვალს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია. ვიდეოს ბოლოს ნათქვამია, რომ მსურველებს შეუძლიათ მითითებულ ბმულზე გადასვლა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას მიიღებენ, როგორ მოამზადონ ეს საშუალება. 2025 წლის 10 სექტემბრის მონაცემით, ბმული არ მუშაობს, თუმცა ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი გადადიოდა შემდეგი იყო „Ge.pe-cryptowave.cfd“. ბმულზე გადასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მომხმარებლებს მათი პირადი და საბანკო მონაცემების მითითებას მოსთხოვდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზურაბ გურული გავრცელებულ ვიდეოს საკუთარ Facebook- გვერდზე გამოეხმაურა და YouTube ვიდეო გააზიარა, სადაც ზემოაღნიშნული ვიდეოა განხილული: „ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვასო გაბუნიას ამ ვიდეო-ჩანაწერის მომზადებისათვის. ცხადია დღეს საქართველოს ბევრი მწვავე საჭირბოროტო პრობლემა აქვს, მაგრამ ამ მავნებლობას შეუძლია არაერთი უმწეო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწიროს.

რატომღაც არცერთი ტელევიზია არ დაინტერესებულა ამ საშიში აფიორით. მათ შეეძლოთ ფართო მასების გაფრთხილება, მაგრამ …

მოუსმინეთ ბატონი ვასოს ამ ვიდეო-ჩანაწერს და საერთოდ, თვალ-ყური მიადევნეთ ამ უაღრესად საინტერესო ადამიანის შემეცნებით გადაცემებს YouTube – არხზე. მერწმუნეთ, უამრავ საინტერესო სიახლესა და ამბავს შეიტყობთ“, – ვკითხულობთ პოსტში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ჯეოფაქტსმა“ მსგავსი შინაარსის მეოთხე ვიდეო გადაამოწმა (იხ. ბმული 1; 2; 3).  აქედან ორ მათგანში ზურაბ გურულის გაყალბებული ინტერვიუ იყო გამოყენებული.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული და ის სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია.

See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.