Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

სექტემბერს 9, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „დაათ ცაბაძე“, რომლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტსს“ აქამდეც დაუწერია, ჟურნალისტ ნიკა კაციას და ექიმ გიორგი ახობაძის ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე მათ ხელში შპრიცი უჭირავთ, რითაც Facebook-ანგარიში მათ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან აკავშირებს. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი. დამატებით, არც ახობაძის და კაციას ნარკოდანაშაული დასტურდება.

გავრცელებული ფოტო რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალი ცხადყოფს. მაგალითად,  ახობაძის და კაციას  არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვისაა დამახასიათებელი.  ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.9%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Isgen.ai-ს მიხედვით, იმის ალბათობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, 100%-ია (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

 

 

პოლიციამ ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე გასულ წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა და სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც, რომელიც ირიბად მათ ბრალეულობაზე მიანიშნებს.

ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ  საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას გასული წლის 7 დეკემბერს აიყვანა. იმავე დღეს, საპროტესტო აქციაზევე დააკავეს ჟურნალისტი ნიკა კაციაც.  გამოძიება მათ  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის „ა“ პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ. თუმცა, ორივე მათგანი მიმდინარე წელს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. კაციაც და ახობაძეც სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

მოსამართლეების განცხადებით, ახობაძისა და კაციას საქმეებში „ნეიტრალური“ და „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის“  მტკიცებულები არ არსებობს. ახობაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.“

ამდენად, გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული, ხოლო ნიკა კაციასა და გიორგი ახობაძის ნარკოდანაშაული არ დადასტურდა.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.