Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ამსახველი ყალბი ნახატი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ამსახველი ყალბი ნახატი ვრცელდება

აგვისტოს 26, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“,  რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მხატვარ გია ბუღაძის ფოტოს ავრცელებს. ხაბეიშვილისა და ბუღაძის ფონზე კი ჩანს ნახატი, რომელზეც ლევან ხაბეიშვილია გამოსახული თითქმის სრულად შიშველი; Facebook-გვერდის მიხედვით, ნახატს „შიშველი ანიტა“ ჰქვია. სინამდვილეში, ფოტო ყალბია და რეალურ ნახატზე ლევან ხაბეიშვილის პორტრეტია ასახული.

2025 წლის 20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი (დაარქივებული ბმული): „დიდი მადლობა, ბატონ გია ბუღაძეს მისი ნაშრომისთვის. უდიდესი პატივია ჩემთვის მისი ძვირფასი, დრო, ენერგია და შემოქმედება. მასთან სტუმრობის დროს გამიზიარა ნახატი, რომელზეც მე ვარ წარმოდგენილი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი და გია ბუღაძე მხატვრის მიერ შექმნილი ნახატის ფონზე არიან გამოსახულნი. ნახატზე კი ხაბეიშვილის პორტრეტია ასახული, და არა – შიშველი პოლიტიკოსი. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის პორტრეტს სისხლნაჟღენთები და დაზიანებები აქვს მკვეთრად გამოსახული. ის 2024 წლის 1-ელი მაისის შემთხვევას ეძღვნება, როდესაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ხაბეიშვილს სცემეს.

ამრიგად, სოციალურ ქსელში ნახატის ყალბი ვერსია ვრცელდება და რეალურ პორტრეტზე არა შიშველი ლევან ხაბეიშვილი, არამედ მისი პორტრეტია ასახული.

See all posts

Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.