Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიის გადაცემიდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიის გადაცემიდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აგვისტოს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს  (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს: „ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი, ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის, შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები (ინდმეწარმეები არვიცი, ვისი მისამართით) და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორც სურვილიც აქვთ“.

კადრში ასევე ჩანან პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; პარტია  „ლელოს“  ლიდერი,  ბადრი ჯაფარიძე; პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე; “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე;  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ვიდეოს გავრცელებულ მონაკვეთს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ აღნიშნული სიტყვები ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ეკუთვნის. სინამდვილეში, ჟურნალისტმა გადაცემაში „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადება წაიკითხა.

გადაცემა „რეაქცია“ ეთერში 2020 წლის 3 დეკემბერს გავიდა. გადაცემაში გრიგოლია „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებას კითხულობს: „ვოლსკიმ თქვა პალიტრაზე, რა კონგლომერატი შეიყარაო, ერთი შეხედეთო, რომ „ქართული ოცნება“ გვერდზე გაწიოსო, ესენი რას უზამენ ქვეყანასო. უყურეთ ახლა წავიკითხავ: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი, ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის, შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ლელომ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე“.

ამდენად, გავრცელებული მონაკვეთს დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყვავს. რეალურად, ვიდეოში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არა თავის პირად მოსაზრებას, არამედ გია ვოლსკის განცხადებას აჟღერებს.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.