Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მაია სანდუმ გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა

დეზინფორმაცია: მაია სანდუმ გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა

აგვისტოს 5, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი (1; 2; 3; 4),  ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3) და კრემლისტური მედია (Российская газета, Царьград, news.ru)  ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ „გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა“. გამავრცელებლებს ინფორმაციის წყაროდ და დამადასტურებლად ამერიკული ტაბლოიდი OK Magazine-ი მოჰყავთ, რომელმაც, მათი მტკიცებით, აღნიშნულ  საკითზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ქართულენოვან პოსტებში დამატებით ვკითხულობთ, რომ „მოლდოვის პრეზიდენტმა ბიომასალის შეძენაში 400 ათასი დოლარი გადაიხადა. სპერმის ნიმუშები კალიფორნიაში, სუროგაციის ცენტრში ინახებოდა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.“ სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

საგულისხმოა, რომ პოსტებში წყაროდ OK Magazine-ის ბმულია მითითებული – okmagazine.us (არქივირებული ბმული) ჟურნალი OK პოპულარული ტაბლოიდია, თუმცა მის ამერიკულ ვებგვერდს დომენი არა .us, არამედ .com აქვს.

OK Magazine-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მაია სანდუს შესახებ მსგავსი სტატია არ იძებნება.

ვებსაიტი, რომელიც გავრცელებულ პოსტებში გვხვდება OK Magazine-ის მიმსგავსებული ვებგვერდია.

ყალბი ვებგვერდი:

ნამდვილი ვებგვერდი:

ვებგვერდის whois.com-ის თანახმად (Whois არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც დომენის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს), აღნიშნული მედიასაშუალების გვერდი okmagazine.us 2025 წლის 28 ივლისს შეიქმნა. სტატია მაია სანდუს შესახებ მათ ვებგვერდზე 2025 წლის 30 ივლისით თარიღდება. ვებგვერდი სტატიის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე შეიქმნა (ფოტო იხ. ქვემოთ).

რეალური ჟურნალი OK-ის ამერიკული ვებგვერდი okmagazine.com კი 2003 წლის 21 ივნისს (ფოტო იხ. ქვემოთ).

აღსანიშნავია, რომ ყალბ ვებგვერდზე – Okmagazine.us – ზოგიერთი სექცია არ მუშაობს. მაგალითად, contact us-ზე (კონტაქტი) დაწკაპუნების შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია არ ჩანს და სხვა გვერდზე გადავდივართ.

ხოლო სხვადასხვა სექციაზე, როგორიცაა, ჩვენ შესახებ, რედაქტორის შენიშვნები, ასევე სოციალური მედიის ბმულებზე დაწკაპუნებისას ავტომატურად OK Magazine-ის რეალურ ვებგვერდზე გადავდივართ.

Okmagazine.us სტატიის ავტორად რებეკა ფრიდმანია მითითებული. ფრიდმანის გვერდი და მის შესახებ Okmagazine.com-ზე, ჟურნალის ნამდვილ ვებგვერდზეც არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ავტორი რეალური პიროვნებაა. ჟურნალ OK-ის ყალბ ვებგვერდზე ავტორის ინფორმაცია იდენტური ტექსტითა და ფოტოსურათითაა გადაბეჭდილი. მოლდოვური ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Radar Online რებეკა ფრიდმანს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის არ არის აღნიშნული სტატიის ავტორი და მისი სახელი ყალბი ნარატივის გასავრცელებლად იქნა გამოყენებული: „მოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვებსაიტი უკანონოდ იყენებს ჩემს სახელსა და ფოტოს სტატიების გამოსაქვეყნებლად, რომლებსაც მე არ ვწერ და არანაირი კავშირი არ მაქვს მათთან,“ – განუცხადა ფრიდმანმა გამოცემა Radar Online-ს.

გარდა იმისა, რომ თავად OK Magazine-ის ოფიციალურ საიტზე მაია სანდუს შესახებ მსგავსი გამოძიება არ იძებნება, საგულისხმოა, რომ ის არც სხვა სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე გვხვდება. მას მხოლოდ სოციალური ქსელის არასანდო ანგარიშები და კრემლისტური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ცნობისთვის, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მაია სანდუს პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) მეტოქე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეს, ალექსანდრ სტოიანგლოს კოალიცია იქნება, რომელიც 3 პარტიას აერთიანებს. როგორც მოლდოვური მედია Radar Online წერს, გავრცელებული დეზინფორმაციის გზით, რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.