Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა

ივლისს 22, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered
Share

სოციალურ ქსელში „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ თინა ბოკუჩავას ვიზიტიდან მონაკვეთი გავრცელდა, სადაც ტელეწამყვანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მეუღლესთან, კოტე იოსელიანთან დაკავშირებით უსვამს კითხვას (დაარქივებული ვიდეო). მონაკვეთში ჟურნალისტის კითხვაზე, არის, თუ – არა რაიმე სიახლე კოტე იოსელიანის გატაცებასთან დაკავშირებით არსებულ გამოძიებაზე, პასუხად ისმის თინა ბოკუჩავას შემდეგი ფრაზა: „მე გამომძიებელს, რომელმაც დამირეკა ჩემს პირად ტელეფონზე ვუთხარი, რომ მივდიოდი ორშაბათს ბრიუსელში იმიტომ, რომ ბრიუსელში უნდა დავსწრებოდი ძალიან მნიშვნელოვან, წინასწარ დაგეგმილ ბრიუსელის ფორუმს და, სხვათა შორის, არ ვიცი რამდენად მომეცემა შესაძლებლობა, მაგრამ იქ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის, ხანგრძლივად ვესაუბრე ბენჟამინ ჰადადს, რომელიც არის პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებული პირი და მისი მინისტრი ევროპის საკითხებში და მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო პირია ევროპაში, მე ვიტყოდი. ასევე საუბრის შესაძლებლობა მქონდა კაია კალასთან ევროკომისიის საგარეო წარმომადგენელთან და ვიცე პრეზიდენტთან. ამაზე იმედი მაქვს მექნება საუბრის შესაძლებლობა“.

ვიდეოს თან ახლავს აღწერა „მომენტი, როცა კოტე არავის ახსოვს“. აღწერა ვიდეოსთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თინათინ ბოკუჩავამ თავი აარიდა მისი ქმრის სავარაუდო გატაცების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ამის ნაცვლად ევროპაში მის უკანასკნელ ვიზიტზე ისაუბრა.

სინამდვილეში, ვიდეოს შინაარსი მანიპულირებულია, რაც ინტერვიუდან შერჩევითი მონაკვეთების გაერთიანების შედეგადაა მიღებული.

მართალია ბოკუჩავამ ეს სიტყვები ნამდვილად წარმოთქვა, თუმცა ეს მისი ქმრის საქმესთან დაკავშირებული უფრო ფართო ახსნის ნაწილი იყო და არა მისი პასუხის ცენტრალური აქცენტი.

ვრცელ ინტერვიუში (10:10 წუთიდან) თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა: „6 ივნისს ორივეს დაგვირეკეს მეც და კოტესაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან და მოითხოვეს ჩვენი გამოკითხვა, რაზეც ბუნებრივია, ჩვენ ვთქვით უარი და მოვითხოვეთ მაგისტრი მოსამართლე არა იმიტომ, რომ იმ სასამართლოს იმედი გვაქვს, რომელიც ჟურნალისტებს Facebook- პოსტების გამო აჯარიმებს და უდანაშაუალო ადამიანებს აპატიმრებს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცა პროცედურულად მაინც ოდნავ უფრო წესით და კონსტიტუციით დამოუკიდებელი ორგანო მოგვეთხოვა, როგორც გამოკითხვის ფორმალური ადგილი. ეს მოხდა 6 ივნისს. მე იმ გამომძიებელს, რომელმაც დამირეკა, რომელიც დამიკავშირდა ჩემს პირად ტელეფონზე ვუთხარი, რომ მივდიოდი ორშაბათს ბრიუსელში…

[საუბრობს იმ ნაწილს, რომელიც Facebook-ვიდეოშია ნაჩვენები]

ამ გამომძიებელს მოკლედ ვუთხარი, რომ ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტი იყო, რომელსაც ვერ გადავდებდი, მაგრამ ასევე ვუთხარი, რომ ვბრუნდებოდი 13-ში გამთენიას და მეგონა, რომ 13-ში დამიბარებდნენ. და ეს იყო პარასკევი. პარასკევს არ დამიბარეს, არც ორშაბათს, არც სამშაბათს, არც ოთხშაბათს და დღეს არის ხუთშაბათი. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მათ თავად სურთ ახლა საქმის მიჩქმალვა და მიმალვა იმიტომ, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს. და მე ახლა არ მივცემ მაინც ჩემს თავს იმის უფლება, რომ პირველად ის ინფორმაცია, რომლის გაჟღერებაც მსურს, რაც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის გავაჟღერო მედიით და არა გამოკითხვაზე, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ჩემი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს ნებისმიერი მოსამართლისთვის“.

ამის შემდეგ თინა ბოკუჩავამ ოდნავ უფრო ფართოდ ისაუბრა იმ მასალაზე, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც, მისი განცხადებით, „ადასტურებს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ზუსტად 10 წუთში შეუძლიათ ამ საქმის გახსნა“. ამდენად, ის წარმოდგენა, რომელსაც მანიპულირებული ვიდეო ქმნის, რომ თინა ბოკუჩავა მისი ქმრის სავარაუდო გატაცებაზე საუბრის ნაცვლად ევროპაში გამართულ ვიზიტზე ისაუბრა, მცდარია. ბოკუჩავას ინტერვიუს სრულ ვერსია ადასტურებს, რომ მან ვრცლად ისაუბრა კოტე იოსელიანთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 8 ივნისს კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საჯაროდ ბოდიშს იხდიდა მის მიერ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ გაკეთებული კომენტარის გამო. მომდევნო დღეს, 9 ივნისს, თინათინ ბოკუჩავამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადა, რომ მის მეუღლე საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ხუთმა ნიღბიანმა გაიტაცა და მასზე ზეწოლას შვილების უსაფრთხოებით ახდენდნენ. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ეს ფაქტი მისი დაშინებისა და გაჩუმებისკენ იყო მიმართული.

See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.