Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ფოტო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ფოტო გავრცელდა

ივლისს 18, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება ფოტო, რომელზეც მამა-შვილი არიან გამოსახული. ფოტოს თან ახლავს აღწერა „დღეს ჩემი შვილი ექიმი გახდა, მაგრამ არავინ მიულოცავს, რადგან მე მეეზოვე ვარ”. სოციალურ ქსელში იდენტური ფოტოთი და აღწერით რამდენიმე ათეული პოსტი გვხვდება (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 , 24, 25, 26, 27 , 28, 29).

პოსტს 17 ივლისის მონაცემებით 25000 კომენტარზე მეტი, 60000 რეაქცია  და 1600  გადაზიარება აქვს. სინამდვილეში, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ამაზე მიუთითებს ფოტოზე გამოსახული ადამიანების არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვისაა დამახასიათებელი.  ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.3%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Decopy.ai-ს მიხედვით, იმის ალბათობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, 95%-ზე მეტია (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ფოტო საქართველოში მცხოვრებ მამაკაცსა და მის შვილს ასახავს, ფორმა, რომელიც მამაკაცს აცვია, საქართველოში მეეზოვეთა ფორმას არ შეესაბამება.

ხოლო იმ ფორმის მსგავსი უნიფორმა, რომელიც ფოტოში მამაკაცს ხელოვნურმა ინტელექტმა შეურჩია, სხვადასხვა გასაყიდ პლატფორმაზე გვხვდება, სადაც ის გარე აქტივობისთვის განკუთვნილ ან სამუშაო ფორმადაა დახასიათებული.

აღნიშნული ფოტო იდენტური აღწერით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, მათ შორის რუსულ და თურქულ ენებზე. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი სხვებს აქტიურად მიუთითებენ, რომ ფოტო AI-ს მიერაა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე იგივე ფოტო სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება (ბმული 1, 2, 3), სადაც ზოგჯერ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი იცვლება, ზოგჯერ, გოგონა, ზოგჯერ კი მათი პროფესიები. მაგალითად, ერთ პოსტში გოგონა პოლიციის ოფიცერი ხდება, სხვა პოსტში კი იურისტი (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსგავსი ფოტოები, სადაც საზოგადოების უყურადღებობის ან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო დამწუხრებული ადამიანები ჩანან, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა (ბმული 1, 2, 3, 4). ამ პოსტების მიზანი მოტყუების გზით Facebook-მომხმარებლების ყურადღების მიქცევა და სავარაუდოდ, სხვადასხვა გვერდის თუ ანგარიშის გამომწერების (followers) ან მოწონებების (Likes) გაზრდაა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ის რეალობას არ შეესაბამება.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.