Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს

დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს

ივლისს 11, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა სალიტა ნატროშვილმა ვიდეო გაავრცელა (არქივირებული ბმული), რომელიც შემდეგნაირად არის დასათაურებული: „-სატანის მსახურებს 500 მილ. ბავშვი სურთ რომ გადაცრან და მოუსწრაფონ სიცოცხლე“.  ვიდეოში  ურსულა ფონ დერ ლაიენი აცრების მნიშვნელობაზე საუბრობს. Facebook-მომხმარებელი აღნიშნულ ვიდეოს პოსტს ურთავს, სადაც აცხადებს, რომ თითქოს სკოლებში  მშობლებს ხელშეკრულებაზე აწერინებენ ხელს, რაც მოსწავლეების აუცილებელ აცრას განაპირობებს:  „არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროთ მშობლებმა ხელი სკოლებსა და ბაღებში, შემოჩეჩებულ დოკუმენტებზე…!! ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და შვილებს ისე აგიცრიან,

” რნმ” შხამით, რომ ვერსად ვეღარ გაასაჩივრებთ.

” ჯნმ” უკვე განაცხადა რომ 2025 – 2026 წ. გეგმა აქვთ 500 – მილიონი ბავშვის ინექცირების.

( გადააზიარეთ მაქსიმალურად.)

„ჯეოფაქტსი“ დაინტერესდა, მოსწავლეების მშობლები სკოლებში რაიმე ტიპის ხელშეკრულებას თუ აწერენ ხელს და აღნიშნული დოკუმენტი მოსწავლეების იმუნიზაციას თუ ითვალისწინებს.

„ზოგადი განათლების  შესახებ“ კანონის  მე-9 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიღების მიზნით, ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელსა/შესაბამის უფლებამოსილ პირსა და სკოლას შორის, ხოლო ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში – ამ პირსა და სკოლას შორის ფორმდება ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შინაარს განსაზღვრავს სკოლა მეორე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე და მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა: სკოლისა და მშობლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა, სასწავლო დროის, დასვენების დროის, უქმე დღეების განსაზღვრა, მხარეებს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა და სხვა. ერთ-ერთი სკოლის ხელშეკრულების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სკოლა ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც

ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ11 ქვეპუნქტით რეგულირდება, რომელიც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს ამტკიცებს.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საქართველოს საჯარო სკოლებში  2014 წლის სექტემბრიდან  „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების და სკოლის ექიმის საქმიანობის ქვეპროგრამა“ საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა.

ქვეპროგრამის მიზანი მოსწავლეებისთვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა, მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.

უკვე შემდგომ პერიოდში, 2021 წლის მარტში, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებდა. კანონპროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში სამედიცინო კაბინეტი 2000 სკოლის შენობაში უნდა შექმნილიყო და ამისთვის დაახლოებით 31 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

ხორციელდება, თუ – არა სკოლებში მოსწავლეების იმუნიზაცია ანუ აცრის პროცესი, საკითხში უფრო დეტალურად გასარკვევად „ჯეოფაქტსი“ სკოლაში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტსა და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირების წესსაც გაეცნო.

დოკუმენტში ზედმიწევნით არის გაწერილი სკოლის ექიმის და ექთნის კომპეტენცია. კერძოდ, რომ ექიმმა დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა); შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ; მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს; ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;

გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს და ა.შ.

სამედიცინო კაბინეტის სტანდარტში მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებით შემდეგი ჩანაწერი გვხვდება: სკოლის ექიმი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის).

მშობელსა და სკოლას შორის ხელშეკრულებების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს კითხვით მივმართეთ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც სკოლასა და მოსწავლეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის იდება, ზემოთ განხილული ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით რეგულირდება.

რას შეეხება უშუალოდ აცრებთან დაკავშირებულ რაიმე ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერას, სამინისტროს პასუხის ამ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:  „სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესს. აღნიშნული წესი არ ითვალისწინებს მოსწავლეების ვაქცინაციის ჩატარებას.

ჩვენ მიერ მოკვლეული მასალით დასტურდება, რომ სკოლაში მოსწავლესა/ან მის უფლებამოსილ პირს და სკოლას შორის ერთადერთი ხელშეკრულება იდება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული და სკოლისა და მშობლის უფლება-მოვალეობებს, მოსწავლის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვის პირობებს და ა.შ. არეგულირებს. დოკუმენტში მოსწავლეების იმუნიზაციის აუცილებლობაზე ჩანაწერი არ არის.

სკოლებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ექიმის კაბინეტი უზრუნველყოფს. სკოლის ექიმის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ მოსწავლის მშობელი ვალდებულია გეგმური იმუნიზაციის შესახებ სრული მონაცემები ექიმს წარუდგინოს, ხოლო ექიმი თავის მხრივ ვალდებულია, გამოტოვებული ან უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ მოსწავლის მშობელს ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა დოკუმენტში სკოლაში მოსწავლეთა ვაქცინაციის ჩატარების შესახებ არაფერია ნათქვამი.

განათლების სამინისტრო მიერ გამოგზავნილ წერილშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სკოლა მოსწავლეების ვაქცინაციას არ ატარებს.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციის შემცველია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.