Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?

შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?

ივლისს 7, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მიმდინარეობისას მდიდრდება, ჩამოთვლილია რამდენიმე უძრავი ქონება, რომელიც, ვიდეოს მტკიცებით, პრეზიდენტმა 2022 წლის ომის დაწყების შემდგომ შეიძინა (არქივირებული ბმული).

მტკიცება 1: 2023 წელს პრეზიდენტმა მშობლებს სახლი აჩუქა ისრაელში, რომლის ფასიც შეადგენს 8 მილიონ დოლარს

მშობლებისთვის ისრაელში 8 მილიონ დოლარად სახლის შეძენასთან დაკავშირებით უცხოენოვან სოციალურ ქსელებში მტკიცება 2022 წლიდან ვრცელდება. მტკიცებას თან მოჰყვებოდა სახლის ფოტო, რომელზეც თითქოს ზელენსკის მიერ ისრაელში შეძენილი სახლი ჩანდა. ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) აღმოჩნდა, რომ ფოტოზე ნაჩვენები სახლი რეალურად კიევში მდებარეობს და მას Kyiv Sea Casa ჰქვია. 2022 და 2023 წელს აღნიშნული სახლი 15 მილიონ დოლარად იყიდებოდა, განცხადება კი უძრავი ქონების სააგენტო Sothebys Realty-ს ვებგვერდზე იძებნებოდა, თუმცა ამჟამად არც ღია წყაროებში და არც სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია გაიყიდა, თუ – არა სახლი.

ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ USA today-მაც გადაამოწმა.

ამგვარად, როგორც აღმოჩნდა, სახლი, რომელიც ფოტოსურათზე ჩანს, კიევში მდებარეობს, შესაბამისად, ის ზელენსკის მიერ ისრაელში შეძენილი სახლი ვერ იქნება.

მტკიცება 2: 2023 წელს ზელენსკიმ სიდედრს ეგვიპტეში აგარაკი აჩუქა, რომელიც 5 მილიონ დოლარადაა შეფასებული

რუსულმა მედიამ და ტელეგრამ არხებმა 2023 წელს გაავრცელეს მტკიცება, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ სიდედრს ეგვიპტეში აგარაკი აჩუქა. ინფორმაციას ინგლისურენოვანი არასანდო მედიასაშუალებებიც აქვეყნებდნენ, მაგალითად, გამოცემა PUNCH, რომლის სტატია ამჟამად აღარ იძებნება, თუმცა ფაქტების გადამმოწმებლების სტატიებში მისი არქივირებული ბმულია შემონახული. მტკიცების დასადასტურებლად წყაროდ მითითებული იყო „გამომძიებელი ჟურნალისტის“ ვინმე მოჰამედ ალ ალავის ვიდეო მის Youtube არხზე. 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, ვიდეო წაშლილია, მაგრამ როგორც ფაქტების გადამმოწმებლები წერენ, „ჟურნალისტის“ გვერდს 100-მდე გამომწერი ჰყავდა და მის გვერდზე მხოლოდ ერთი ვიდეო იყო განთავსებული, რომელშიც ზელენსკის მიერ შეძენილ აგარაკზე ჰყვებოდა და „დოკუმენტებს“ აჩვენებდა. დოკუმენტებში (ფოტო იხ. ქვემოთ) ეწერა, რომ ოლგა კიაშკომ სახლი ეგვიპტეში 2023 წელს შეიძინა. ქალის სახელი ოლენა ზელენსკას სახელს ემთხვევა, თუმცა როგორც უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი მედია VoxUkraine წერს, ლათინური შრიფტით ქალის სახელი შეცდომით იყო აღნიშნული, ეწერა Kiyashko, მაშინ, როცა სწორად იწერება Kyiashko. გარდა ამისა, დოკუმენტების ფოტო ძალიან ცუდი ხარისხით ვრცელდება და თითქმის ყველა სახის ინფორმაცია გადაშლილია.

წყარო: VoxUkraine

ასევე, VoxUkraine-სთან ინფორმაცია უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა. გავრცელებულ დეზინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა.

მტკიცება 3: 2024 წელს ზელენსკიმ 17 მილიონ დოლარად კარიბის ზღვაში, ფრანგულ კუნძულზე ვილა იყიდა

2025 წლის დასაწყისში როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები და კრემლისტური მედია (Аргументы и Факты; URA.ru; Царьград) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში თავისი კვიპროსული ოფშორული კომპანიის Aldorante LTD-ის საშუალებით „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა.

რუსულენოვან პოსტებს თან მოჰყვებოდა რამდენიმე დოკუმენტის ფოტო, რითაც თითქოს Aldorante LTD-ის მიერ ვილის შეძენა დასტურდება. დოკუმენტებში წერია, რომ ვილა კუნძულ სენ ბართელმიზე მდებარეობს და ჩანს ვილის მისამართიც: 55 Route de Camaruche, 97133 Camaruche, Saint-Barthélemy. გარდა ამისა, რუსულენოვან პოსტებსა და სტატიებში ვკითხულობთ, რომ ვილაზე ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკა მუშაობს, კერძოდ, ადგილობრივი კომპანია სახელად Mancar მიწისქვეშა ბუნკერს აწყობს. დოკუმენტების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ მასზე ინფორმაციის ნაწილი გადაშლილია, ამასთან, ფოტოს ინტერნეტსივრცეში  ძიებისას, ის მხოლოდ არასანდო რუსულენოვან ვებგვერდებსა და სოციალური ქსელის ანგარიშებზე იძებნება.

წყარო: რუსული ტელეგრამ არხები (1; 2)

დოკუმენტებში არსებული მისამართი ემთხვევა ვილის, სახელად Villa Stellae-ის მისამართს. ინტერნეტსივრცეში ვილასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძებნისას აღმოჩნდა, რომ ის უძრავი ქონების სააგენტოს Sibarth Real Estate-ის გვერდზე იძებნება, სადაც მითითებულია, რომ ვილა გაყიდულია.

აღნიშნულმა სააგენტომ 2024 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდნენ, რომ Villa Stellae გაიყიდა, თუმცა პოსტი მყიდველის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად 2025 წლის იანვარში „ჯეოფაქტსი“ Sibarth Real Estate-ს დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გავრცელებული მტკიცება ვილის ზელენსკის მიერ ყიდვასთან დაკავშირებით ტყუილია. მათ წერილში ვკითხულობთ, რომ ვილა მართლაც გაიყიდა, თუმცა მყიდველი არა Altorante LTD, არამედ ფრანგული კომპანიაა ფრანგი აქციონერებით, რომელსაც არანაირი კავშირი უკრაინასთან არ აქვს. გარდა ამისა, ვილაზე არანაირი სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და ფასიც [17.8 მლნ ევრო] ტყუილია.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

მტკიცება 4: ზელენსკიმ დედას დუბაიში 3 200 000 დოლარად ბინა უყიდა, რომელიც ბურჯ ხალიფაში მდებარეობს

მტკიცებას რუსულენოვანი ანგარიშები 2025 წლის ივნისში ავრცელებდნენ (1; 2; 3). დასადასტურებლად პოსტებს თან მოჰყვებოდა ვიდეო, რომელსაც არაბული გამოცემა Al Arabiya-ს ლოგო ჰქონდა და ჟურნალისტი საუბრობდა. თუმცა Al Arabiya-ს ოფიციალურ გვერდებზე  Facebook, X, Instagram, Telegram-სა და  YouTube-ზე მსგავსი ვიდეო არ იძებნება. ესტონური ფაქტების  გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi-ს ჟურნალისტებმა ვიდეოში მყოფი ჟურნალისტის ვინაობა დაადგინეს. ის Al Arabiya-ს ალჟირელი ჟურნალისტი სოჰაიბ შარადირია. ჟურნალისტის ტუჩების მოძრაობა არაბუნებრივია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის რედაქტირებული. Delfi-მ გააანალიზა ვიდეო და დაადგინა, რომ ვიდეო AI-ის მიერაა რედაქტირებული.

წყარო: Delfi

გაყალბებულ ვიდეოში წარმოდგენილია დოკუმენტებიც, რომელიც თითქოს ადასტურებს ზელენსკის მიერ ბინის შეძენას. თუმცა საყურადღებოა რამდენიმე დეტალი. მაგალითად, დოკუმენტის ფოტოზე ინფორმაციის ნაწილი წაშლილია და სრულად არაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ინტერნეტში ხელმისაწვდომია მსგავსი დოკუმენტის შაბლონი და ყალბ ვერსიაში რამდენიმე დეტალი ზუსტად ემთხვევა ამ შაბლონს – განსაკუთრებით ლიცენზიის ნომერი და მშენებლის სახელწოდება.

ფოტო გავრცელებული ვიდეოდან

ინტერნეტში არსებული შაბლონის ფოტო

უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა X-ზე დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამგვარად, ზემოაღნიშნული ოთხივე მტკიცება ყალბია.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს მსგავსი შინაარსის მტკიცებებსა და დეზინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით. ასეთი შემთხვევები „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია. მაგალითად, 2024-2025 წლებში ვრცელდებოდა მტკიცება, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა. 2024 წელს ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა. 2024 წელს რუსული ანგარიშები წერდნენ, რომ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა. ყველა ეს მტკიცება ყალბი აღმოჩნდა.

See all posts

Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.