Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება

მაისს 22, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „«მე ორ მსოფლიო ომში დავამარცხე ჰიტლერი!»

ეს რიჟა ცოტა დალაგებული  მეგონა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი ფსიქიატრებიანად აფრენს!“ სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია და ტრამპს არ უთქვამს, რომ ჰიტლერი ორ მსოფლიო ომში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მსგავსი ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება და არც ერთ სანდო მედია საშუალებას ან სამთავრობო უწყებას არ გაუვრცელებია. ციტატა არც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელებში იძებნება (Facebook; X; Truth Social).

ციტატას თან ახლავს ფოტო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის უფროს სუზი უაილსთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცთან ერთადაა გამოსახული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა მსგავსი ფრაზა ამ შეხვედრისას წარმოთქვა. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის TinEye-ს გამოყენებით დავადგინეთ, რომ ფოტოსურათი სოციალურ ქსელში 2025 წლის 5 თებერვლიდან ვრცელდება. სტატიებში, კი სადაც ეს ფოტო პირველადაა გამოყენებული, წერია, რომ სუზი უაილსის მსგავსი მიმიკა და რეაქცია ტრამპის ისრაელის პრემიერ მინისტრთან საუბრისას ჰქონდა, როცა ღაზასთან დაკავშირებულ გეგმებს განიხილავდნენ.

ცნობისთვის, 2025 წლის 2 მაისს დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში, ხოლო 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა და განაცხადა, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებზე მეტი გააკეთეს: „ორივე ომი ჩვენ მოვიგეთ, ძალაში, სიმამაცესა და სამხედრო ბრწყინვალებაში ჩვენთან ახლოსაც ვერავინ მოდიოდა… ჩვენ ისევ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“

შესაბამისად, ციტატა, პოსტში გავრცელებული ფორმულირებით, დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.