Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

მაისს 7, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა“-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ შესახებ პოსტი ვრცელდება (დაარქივებული ბმული): „საზოგადოებამ იცის რომ ე.წ. “არასამთავრობო ორგანიზაციის” – ისფედის წინა დირექტორი 2020 წლის არჩევნების პივიტის გაყალბების საქმე რომ გასკდა, იმიტომ გახდა იძულებული წასულიყო. საინტერესოა ნინო დოლიძე რისთვის გააგდეს, რომელი იდიოტი დაიჯერებს ოფიციალურ ვერსიას რომ უფლებამოსილების ვადა ამოეწურაო, გიგაური 17 წელია საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორია და რომელი სპონსორი ეუბნება სირცხვილია  ბრეჟნევი ხომ არ ხარო“. რეალურად, ორივე ორგანიზაციის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის არჩევა ორგანიზაციების წესდების მიხედვით არის გაწერილი. „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია, სწორედ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა თანამდებობა ნინო დოლიძემ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წესდებაში კი თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა გაწერილი არ არის. 

 

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წესდების მიხედვით (იხილეთ მუხლი 18), აღმასრულებელ დირექტორს ორგანიზაციის გამგეობა 1 წლის ვადით ნიშნავს. გამგეობის თავმჯდომარე აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებას აღმასრულებელ დირექტორთან. გამგეობა უფლებამოსილია, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ 4 ვადით დანიშნოს. ვადის გახანგრძლივება არაუმეტეს სამი თვით არის შესაძლებელი.

წყარო: ISFED

შესაბამისად, ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. აქამდე ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ნინო დოლიძე იკავებდა, თუმცა, 4 წლის გასვლის შემდეგ, მისი  თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა. „ჩემთვის ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ორგანიზაციის დატოვება, მაგრამ ეს არის წესი; და ისფედი იმიტომ არის ისფედი, რომ დაარსებიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, არასოდეს უღალატია წესებისთვის და იცავს ორგანიზაციის შიდადემოკრატიას. ამით ვამაყობთ!“, – დაწერა დოლიძემ Facebook-პოსტში.  მიმდინარე წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩია. 2022 წლის ნოემბრიდან ნატროშვილი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის ივნისში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ელენე ნიჟარაძემ დაიკავა, თუმცა მისი გადაყენების გადაწყვეტილება ორგანიზაციამ 2020 წლის არჩევნების დროს, ხმების პარალელური დათვლისას გაპარული შეცდომის გამო მიიღო. სწორედ ნიჟარაძის შემდეგ 2021 წლის თებერვალში დაიკავა თანამდებობა ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი 2010 წლის ნოემბრიდან ეკა გიგაურია. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადას ამ შემთხვევაშიც ორგანიზაციის წესდება ხსნის (მუხლი 6), რომლის თანახმადაც: აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით. აღმასრულებელი დირექტორის ვადა ავტომატურად გაგრძელდება თუ გამგეობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას ან არ აირჩევს ახალ აღმასრულებელ დირექტორს“. „სამართლიანი არჩევნებისგან“ განსხვავებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წესდებაში თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა გაწერილი არ არის. 

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

 ამდენად, ორივე ორგანიზაციის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე არჩევის წესები და ვადები ორგანიზაციების წესდების მიხედვით განისაზღვრება. ნინო დოლიძეს წესდებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა და პოსტში ნახსენები მიზეზი, თითქოს მისი ცალკეული განცხადებები გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, არ დასტურდება.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.