Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

მაისს 2, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

Facebook-მომხმარებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. პოსტში სააკაშვილი თითქოს წერდა: „დროა ვენესუელაში წავიდე და იქაურ ხალხს დავეხმარო. მე ვგრძნობ რომ მათ ვჭირდები და შევძლებ იმის გაკეთებას, რაც უკრაინაში ოლიგარქიულმა რეჟიმმა არ მაცადა. იქ შევქმნი “ახალ საქართველოს” რომელსაც აქვს დიდი სიმდიდრე ნავთობის სახით. ყველა კორუმპირებულ ადამიანს მივუჩენ საკადრის ადგილს და ახალ, ქვეყნის ლიდერთან ერთად გაჭირვებიდან ამოვიყვანთ ვენესუელელ ხალხს. მიწვევა მიღებულია. ასე რომ…“. სინამდვილეში, გავრცელებული პოსტი ყალბია და სააკაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ პოსტს თარიღად 30 იანვარი აწერია, თუმცა არ ჩანს წელი (ის, სავარაუდოდ, გადაშლილია). მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე საკვანძო სიტყვებით ძიებისას იდენტური პოსტი არ იძებნება. ყალბი პოსტის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ის ვენესუელაში 2019 წლის კრიზისთან და საპროტესტო აქციებთან უნდა იყოს დაკავშირებული. 2019 წლის 30 აპრილს სააკაშვილმა ვენესუელას მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა ის ზემოაღნიშნულისგან განსხვავებულია.

აღსანიშნავია, რომ ციტატა, რომელსაც სააკაშვილს მიაწერენ, სოციალურ ქსელში 2019 წელსაც ვრცელდებოდა. Facebook-ზე იძებნება გამოცემა Georgian Times-ის ბმული, თუმცა ბმულზე გადასვლისას ჩანს, რომ სტატია წაშლილია. საგულისხმოა, რომ არცერთი სანდო მედიის გვერდზე მსგავსი ციტატა არ იძებნება.

 

ცნობისთვის, 2018 წლის მაისში ნიკოლას მადურო 6-წლიანი ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად. მის გაპრეზიდენტებას ბოიკოტი მოჰყვა და მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი, მათ შორის, ლიმას ჯგუფის სახელით ცნობილმა 14-მა ქვეყანამ. ამის მიუხედავად, მადურომ პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2019 წლის იანვარში დაიკავა. ორი კვირის შემდეგ, 15 იანვარს, ეროვნულმა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ მადუროს პრეზიდენტად არჩევა არალეგიტიმური იყო. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ  განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის (დროებითი პრეზიდენტის) პოსტს დაიკავებდა მანამ, სანამ ქვეყანაში ვენესუელას 1999 წლის კონსტიტუციის მემკვიდრეობის წესების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდებოდა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის უმეტესმა ქვეყნებმა და ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციამ. თუმცა მადუროსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები ჩინეთის, კუბას, თურქეთისა და რუსეთის სახით.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

 

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.