Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ინფორმაცია, თითქოს 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, თითქოს 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ, სიმართლეს არ შეესაბამება

აპრილს 27, 2025 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილებას, 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საზოგადოებაში მცდარი ინტერპრეტაციები მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილმა ცვლილებები იმგვარად წარმოადგინა, თითქოს 2025 წლის 16 მაისიდან 17 სახელმწიფოს (მათ შორის, ავღანეთი, ბანგლადეში, განა, სომალი, სირია და სხვ.) მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. (არქივირებული ლინკი).

2015 წლის 5 ივნისის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეუძლიათ. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპული სახელმწიფოები, აზიის ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა იაპონია და კორეის რესპუბლიკა, ასევე, გალფის ყურის ქვეყნები და სხვ. ამ ჩამონათვალში ვხვდებით ეკონომიკურად განვითარებულ, დემოკრატიულ და/ან შედარებით უსაფრთხო სახელმწიფოებს. (ჩამონათვალი სრულად იხ. დადგენილებაში )

ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გალფის ყურის ქვეყნების – არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

ცვლილებამდე არსებული რედაქციით მსგავსი წინაპირობა არ არსებობდა. ამდენად, ცვლილებით მოთხოვნები გამკაცრდა, ხოლო შეღავათი — კონკრეტულ სტანდარტს დაექვემდებარა. შესაბამისად, ინფორმაცია თითქოს საქართველომ ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, შეცდომაში შემყვანია.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც გალფის ყურის ქვეყნების მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეეძლებათ, სწორედ ის ქვეყნებია, რომლებზეც მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭათ.

ეს ქვეყნებია :

რეალურად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდე ჰქონდათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ცვლილებებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთხოვნა გამკაცრდა და ამ ქვეყნების მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ შეღავათით სარგებლობას, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისაა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.