Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
„ფრესკოსა“ და „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

„ფრესკოსა“ და „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

აპრილს 17, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები 2 ნაბიჯი• და ფრესკო თაღლითურ პოსტს ავრცელებენ. პოსტის აღწერის თანახმად, „ვინც სწორად გამოიცნობს სურათზე ბატების რაოდენობას, მიიღებს ჩვენგან სპეციალურ პრიზს“. სინამდვილეში, პოსტები თაღლითური შინაარსისაა და მასში მოცემული ინფორმაცია მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კომენტარების სექციაში ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად პასუხობენ ერთი და იმავე ტექსტით, რომ შეამოწმონ პირადი შეტყობინება, სადაც მათ პრიზები ელოდებათ.

საინტერესოა გამოქვეყნებული თაღლითური პოსტის რამდენიმე დეტალი, რაც მის არასანდოობაზე მეტყველებს. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2025 წლის 17 აპრილს შეიქმნა სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად.  2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 160 გამომწერი ჰყავს.  სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.

სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯის რეალური Facebook-გვერდის სახელი განსხვავებული შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, რეალურ გვერდს დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2024 წლის 14 ნოემბერსაა შექმნილი.

საგულისხმოა, რომ „ორი ნაბიჯის“ სახელით Facebook-ზე რამდენიმე გვერდია შექმნილი, რომლებსაც იდენტური შინაარსის თაღლითური პოსტები აქვთ გამოქვეყნებული (1; 2; 3).

თაღლითური პოსტი ვრცელდება კიდევ ერთი სუპერმარკეტის, ფრესკოს სახელითაც.

გვერდი, რომელიც ამ პოსტს ავრცელებს 2025 წლის 31 მარტსაა შექმნილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად.  2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 10 გამომწერი ჰყავს.  სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.

„ფრესკოს“ Facebook-ის ნამდვილ გვერდზე დეტალურადაა მითითებული საჭირო ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2012 წლის 1 მაისს შეიქმნა.

ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯისა“ და „ფრესკოს“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ წარსულში მსგავსი შინაარსის პოსტი სუპარმარკეტ „მაგნიტის“ შესახებაც გავრცელდა.

See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.