Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მარკო რუბიოს სიტყვები „პროქსი ომთან“ დაკავშირებით არასწორი კონტექსტით გავრცელდა

მარკო რუბიოს სიტყვები „პროქსი ომთან“ დაკავშირებით არასწორი კონტექსტით გავრცელდა

მარტს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

2025 წლის 10 მარტს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ლიეტუვის, ესტონეთის, შვედეთის და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტი წართმეული აქვთ და Deep State-ის კარნახით მოქმედებენ. საკუთრივ, Deep State კი საქართველოში ეროვნული ხელისუფლების საკუთარი აგენტურით ჩანაცვლებას ცდილობს. საკუთარი მტკიცებების გასამყარებლად, მამუკა მდინარაძე წერს, რომ „ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოვეს“. აღნიშნული სიცრუეს წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას „პროქსი ომი“ მართლაც უწოდა, თუმცა არ უთქვამს, რომ ის „რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით აწარმოვეს“.

6 მარტს, „იმედი ლაივის“ ეთერში (06:02), „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ „იყო ძალიან საინტერესო აღიარება რუბიოს მხრიდან, რომ ეს არის პროქსი ომი, რომელსაც აწარმოებს ამერიკა, აწარმოებს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე, აწარმოებს უკრაინელების ხელით“.   POSTV-ის გადაცემა „ევროკრატიაში“ წამყვანი ამბობს, რომ „დღეს, შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც დიფსტეიტი სამი წლის განმავლობაში დამალვას ცდილობდა… რუბიო დიპლომატია და განცხადება დიპლომატიურ ენაზე გააკეთა. რეალურად, შტატები იყენებდა უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად.“ აღნიშნულიც სიცრუეს წარმოადგენს. მარკო რუბიოს არც „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში და არც სხვა განცხადებაში „უღიარებია“, რომ „ომს აწარმოებს ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით“.

ამავდროულად, ტელეკომპანია „იმედმა“ მარკო რუბიოს სიტყვები თარგმნა, როგორც „მარიონეტული ომი“, რაც „პროქსი ომისგან“ განსხვავებით უფრო უარყოფითი კონოტაციის შემცველია და ამძაფრებს წარმოდგენას, რომ უკრაინას უცხო ძალები მართავენ და მათ დაიწყეს ომი რუსეთის წინააღმდეგ. 6 მარტს, ქრონიკის მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტის სათაური „მარიონეტული ომი“ იყო. რუბიოს სიტყვები „მარიონეტულ ომად“ გადათარგმნა „პირველმა არხმა“, „საქართველოს ახალი ამბების სააგენტომ“, „კომერსანტმა“ და „ნიუსფრონტმა“.

 

რა თქვა რეალურად სახელმწიფო მდივანმა რუბიომ?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 2025 წლის 6 მარტს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საერთო პრესკონფერენციაზე, უკრაინაში მშვიდობის დამყარებასა და ამ მხრივ აშშ-ის როლზე ისაუბრა. ინტერვიუს დასაწყისში, რუბიო ამბობს – „თავიდანვე ძალიან ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას უყურებს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს და გულწრფელად, ეს პროქსი ომია ბირთვულ ძალებს – აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. ამის დამთავრება არის საჭირო და არავის აქვს არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა დამთავრდეს” (ორიგინალი – “It’s been very clear that President Trump views views this as a protracted, stalemated conflict, and frankly, it’s a proxy war between nuclear powers: the United States, helping Ukraine, and Russia, and it needs to come to end, and no one has any idea or plan on how to bring it to an end”).

ინტერვიუს დროს მარკო რუბიო არ საუბრობს აშშ-ის მიერ უკრაინის „გამოყენებაზე“ ან აშშ-ის და „გლობალური ძალების“ მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით ომის დაწყებაზე. რუბიო აღნიშნავს, რომ ვინაიდან აშშ ომის დაწყების დღიდან სამხედრო, ფინანსურ, დიპლომატიურ და სხვა სახის დახმარებას უწევს უკრაინას, ის კონფლიქტში არაპირდაპირ ჩართულ მხარეს წარმოადგენს, შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენს პროქსი ომს, რომელშიც ერთ მხარეს, უკრაინის დახმარების გამო, არაპირდაპირ აშშ, მეორე მხარეს კი  რუსეთია.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.