Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს

დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს

მარტს 14, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თაზო დათუნაშვილი, კოალიციის „ძლიერი საქართველო“ წევრი, ამბობს: „ამ სოციალურ დახმარებას, ეს ხო სინამდვილეში სოციალური დახმარებაა, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ეს ხო კლასიკური პენსია არის. ეს არის სოციალური განაცემი ერთ-ერთი და ხო დარჩებიან საქართველოში, ჩემი სურვილია გაქრეს ეს პოპულაცია, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება“. Facebook-ანგარიში კი წერს: „არც ერთი პენსიონერის გინება არ აგცდეს თაზო“.  ვიდეოს ამგვარი გავრცელება მომხმარებლებში ქმნის წარმოდგენას, რომ პოლიტიკოსმა პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე ისაუბრა. რეალურად, ვიდეო იმ მონაკვეთში წყდება, როცა თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ „გაქრობაში“  რეალურად, გაჭირვების დაძლევას და სოციალური დახმარების საჭიროების გაქრობას გულისხმობდა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „კომენტარი“ სტუმრად წინასაარჩევნო პერიოდში, კერძოდ 2024 წლის 9 აგვისტოს იმყოფებოდა. გადაცემაში ის კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებებს შეეხო, რომელიც პენსიას უკავშირდებოდა. ამ მონაკვეთში დათუნაშვილმა სოციალურ დაუცველებზეც ისაუბრა და აღნიშნა (იხილეთ ბმულზე 04:13 წუთიდან): „ამ სოციალურ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, ეს ხო სინამდვილეში  სოციალური დახმარებაა, ეს ხო კლასიკური პენსია არ არის. ეს არის სოციალური განაცემი ერთ-ერთი და ხომ დარჩებიან საქართველოში. ჩემი სურვილია რომ გაქრეს ეს პოპულაცია, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება“. ამ მონაკვეთში ჟურნალისტის რეპლიკაზე „გაქრეს კარგი გაგებით“, დათუნაშვილი განმარტავს: „რა თქმა უნდა, გაქრეს იმ თვალსაზრისით, რომ აღარ გვქონდეს ამის საჭიროება და ადამიანებს ასე არ უჭირდეთ“.

ამდენად, თაზო დათუნაშვილის ინტერვიუდან გავრცელებული მონაკვეთი წყდება და დამატებითი ინფორმაციის გარეშე მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.  რეალურად, სრულ მონაკვეთში დათუნაშვილი თავად განმარტავს, რომ
„გაქრობაში“ სოციალური დახმარების საჭიროების, შესაბამისად, სიღარიბის, და არა მისი მიმღები პოპულაციის გაქრობას გულისხმობდა.

 

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.