Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა

დეზინფორმაცია: ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა

მარტს 3, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Georgia First NEWS”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს: „ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა − ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცხო ქვეყნის დელეგაციის ხარჯების გადახდაზე უარი განაცხადა“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია (არქივირებული ბმული).

აღნიშნული რუსულენოვან სოციალურ ქსელშიც ვირუსულად გავრცელებულ (1; 2; 3) ინფორმაციას ეფუძნება. რუსულენოვანი პოსტები წყაროდ  ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის სტატიის ფოტოანაბეჭდს უთითებდნენ. სტატიის სათაური შემდეგია: „Ukraine paid for its delegation’s visit and stay in the U.S. This is the first time the Trump administration has refused to cover the expenses of a foreign delegation“ – „უკრაინამ აშშ-ში თავისი დელეგაციის ვიზიტისა და ყოფნის ხარჯები თავად გადაიხადა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა უცხოური დელეგაციის ხარჯების დაფარვაზე“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ Wall Street Journal-ის ვებგვერდზე ამ სათაურით სტატია არ იძებნება. ინფორმაცია არ იძებნება სხვა სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზეც.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია X-ის ინგლისურენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს, მათ შორის, ანგარიშმა @MyLordBebo, რომელიც ანტიუკრაინულ პოსტებსა და დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მის პოსტზე თანდართულია საზოგადოებრივი შენიშვნა (Community Note), რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ყალბია.

ინფორმაციას გამოეხმაურა BBC Verify-ს ჟურნალისტიც შაიან სარდარიზადეც, რომელმაც თავის X ანგარიშზე აღნიშნა, რომ WSJ-ის სტატიის ფოტოანაბეჭდი გაყალბებული იყო და WSJ-ს მსგავსი სტატია არ გამოუქვეყნებია. ჟურნალისტი პოსტში აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის წყარო რუსული ტელეგრამია, კერძოდ, არხი, სახელად „VOZMЕЗДИЕ“, რომელმაც ინფორმაცია 2025 წლის 28 თებერვალს, თბილისის დროით, 23:59 საათზე გამოაქვეყნა.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცხო ქვეყნის დელეგაციის ხარჯების გადახდაზე უარი განაცხადა, მცდარია. აღნიშნული მტკიცება მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებულ პოსტში ფიგურირებს, რომელიც, თავის მხრივ,  ამერიკული გამოცემის Wall Street Journal-ის სტატიის გაყალბებულ ფოტოანაბეჭდს ეფუძნება.

 

See all posts

Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.