Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა შინაარსის პოსტები ვრცელდება

სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა შინაარსის პოსტები ვრცელდება

თებერვალს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

ონლაინ გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვარში ორჯერ დააკავეს. პირველ ჯერზე 11 იანვარს მისი დაკავება პროევროპულ აქციაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით მოხდა. პლაკატზე ეწერა „იფიცება საქართველო“. მეორე ჯერზე მის წინააღმდეგ გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნის გამო დაიწყო. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გამოაცხადა.

20 იანვარს „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის წერილი, სადაც ის შიმშილობის დაწყების შესახებ იტყობინებოდა.

„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში“, – აღნიშნულია წერილში.

მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყებიდან 38 დღის შემდეგ 2025 წლის 18 თებერვალს კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ გააჟღერა მზია ამაღლობელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ.

ამ პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მზია ამაღლობელის შესახებ არაერთი დისკრედიტაციული შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა.

მაგალითად, 2025 წლის 7 თებერვალს, მზია ამაღლობელის შიმშილობის პერიოდში Facebook-გვერდმა „Anti Maidani“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა „მზია ჭამს“ (დაარქივებული ბმული).

2025 წლის 18 თებერვალს კი, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა, Facebook-მომხმარებლებმა Nina Marji-მ და დავით თორდიამ აღნიშნეს, რომ ჟურნალისტმა სინამდვილეში „ჩუმად ჭამა შეწყვიტა“ (ბმული 1, 2). ამით ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მზია ამაღლობელი არც არასდროს შიმშილობდა და ჩუმად იღებდა საკვებს (დაარქივებული ბმული 1, 2).

„ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა, რა არის საჯაროდ ცნობილი მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ შიმშილობის არცერთ ეტაპზე, არცერთ უწყებას თუ პროცესში ჩართულ პირს – მათ შორის პენიტენციურ სამსახურს, კლინიკა „ვივამედს“, მზია ამაღლობელის შიმშილობის ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

როგორც უკვე აღნიშნულია, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ საკვები არ მიუღია და მხოლოდ წყალს იღებდა. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ, მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ განაცხადა.

31 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში პენიტენციურმა სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად და დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ჟურნალისტს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

4 თებერვალს მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც განაგრძობდა შიმშილობას, კლინიკაში გააგრძელებდა მკურნალობას.

5 თებერვალს ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა რომ მზია ამაღლობელს მისი მდგომარეობისთვის [შიმშილისთვის] დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდა და წონის კლება აღენიშნებოდა. ამავე დღეს „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, განცხადება მზია ამაღლობელის პალატაში საკვების დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა, რაც მოშიმშილე პატიმრისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებით ფორმად შეაფასა.

7 თებერვალს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მზია ამაღლობელთან შევიდა მისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დასკვნისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით.

10 თებერვალს ზურაბ ჩხაიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელს ჰქონდა ისეთი სახის ჩივილები, რომლებიც შიმშილის ეფექტს ახასიათებს. იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდა 14 თებერვალსაც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი“.

15 თებერვალს სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო მისი ზოგადი მდგომარეობა. ექსპერტთა ჯგუფის თქმით, „2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა“. დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ 7 თებერვლისთვის პაციენტს ენერგეტიკულ და ელექტროლიტურ ბალანსს გლუკოზის ხსნარისა და ელექტროლიტების ინფუზიით ანუ გადასხმით უნარჩუნებდნენ. მას ასევე უტარდებოდა რკინისა და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზია.

17 თებერვალს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს მიმართა. მან მათ მოუწოდა, ლეტალური გამოსავლის თავიდან არიდების მიზნით, მზია ამაღლობელი საკვების მიღებაში დაერწმუნებინათ.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრებსა და ლიდერებს, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ ძალებს ირონიული და კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, მათაც არ უარუყვიათ ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობდა (ბმული 1, 2).

ამდენად, მტკიცებები, რომელთა მიხედვით მზია ამაღლობელი სინამდვილეში არ შიმშილობდა, ტყუილია.

See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.