Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

იანვარს 22, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტოა ასახული. კერძოდ, თითქოს ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის გამოსახულებიანი მოსაცმელი ეცვა. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია და სინამდვილეში, ზურაბიშვილს მსგავსი მოსაცმელი არ სცმია.

2025 წლის 20 იანვარს აშშ-ში 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელსაც რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა თავად გამოაქვეყნა საკუთარ ოფიციალურ Instagram-ანგარიშზე ფოტოები სათაურით: „ინაუგურაციისკენ მიმავალ გზაზე“. ფოტოებში ვხედავთ, რომ მას არა აშშ-ის დროშის გამოსახულებებით გაწყობილი, არამედ წითელ მოსაცმელი აცვია.

პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული სურათი ონლაინ მედია „ტაბულას“ გაყალბებულ ფოტო-ანაბეჭდს წარმოადგენს. „ტაბულამ“ სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ორიგინალი ფოტო  მისივე Instagram-ანგარიშიდან გამოაქვეყნა და ამ შემთხვევაშიც, რეალურ პოსტში მე-5 პრეზიდენტს წითელი მოსაცმელი აცვია.

სალომე ზურაბიშვილის ფოტო აშშ-ის დროშის გამოსახულებებით გაწყობილ მოსაცმელში არც ერთ სანდო მედიასა თუ ოფიციალურ პირს არ გაუვრცელებია. გაყალბებული ფოტოები   მხოლოდ იმ Facebook-ანგარიშებმა გაავრცელეს, რომელთაც დეზინფორმაცია წარსულშიც  არაერთხელ გაუვრცელებიათ, მაგალითად 1, 2 (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები 1, 2).

See all posts

Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.