Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას  უკავშირებენ

სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას უკავშირებენ

იანვარს 15, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-ს (ამერიკული სამეცნიერო–კვლევით პროგრამასა) და  „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას უკავშირებენ (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული).

რეალურად, ჯერჯერობით დადგენილი არ არის,  ტყის ხანძრების მიზეზი და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი განზრახ გააჩინეს „ჭკვიანი ქალაქების“ შესაქმნელად. თანაც, ქალაქებს არ სჭირდებათ არსებული ინფრასტრუქტურის  განადგურება ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიის დასანერგად,  რომელიც ძირითადად არსებულ ინფრასტრუქტურაში  სენსორების ან პროგრამული უზრუნველყოფის დამატებას გულისხმობს.

ამავდროულად, HAARP-ი, რომელსაც ხანძრის გაჩენას მიაწერენ,  არის ამერიკული სამეცნიერო–კვლევითი პროგრამა, რომელიც  იონოსფეროს გამოსაკვლევად შეიქმნა და მას მსგავსი ხანძრის გამოწვევა არ შეუძლია.

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან.   14 იანვრის მონაცემებით, ხანძარს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.

ლოს-ანჯელესის ოლქის სახანძრო დეპარტამენტი ჯერ კიდევ იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიები არსებობს.  NBC News-ის ცნობით, ხანძარი მშრალი პირობებისა და ძლიერი ქარის ერთობლიობამ გამოიწვია. The Washington Post-ის სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ პალისადეს ტერიტორიაზე (რომელიც ხანძრის კერაა) ფოტოების, ვიდეოების, სატელიტური სურათებისა და რადიო კომუნიკაციების ანალიზი აჩვენებს, რომ ახალი ხანძარი გაჩნდა ძველი ხანძრის კერის სიახლოვეს.  კერძოდ, ხანძარი 7 იანვარს დაიწყო იმ მხარეში, სადაც ახალი წლის ღამეს მეხანძრეები საათების  განმავლობაში   ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარის პირობებში,  ხანძრის ხელახლა გაჩენის ალბათობა გაზრდილი იყო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ ხანძარი განზრახ „ჭკვიანი ქალაქის“ შესაქმნელად გააჩინეს.

„ჭკვიანი ქალაქი“ არის ურბანული დაგეგმარების კონცეფცია, რომელიც ქალაქების ისე დაპროექტებას გულისხმობს, რომ მაცხოვრებლების ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელი იყოს მათი სახლიდან ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებისას. „ჭკვიანი ქალაქები“ კონცეფციაა, რომელიც, სამთავრობო სერვისებისა და მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიების გამოყენებას გვთავაზობს. მისი განხორციელება არ საჭიროებს ქალაქის განადგურებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამა“ („პროგრამა 2030“)  მიიღო.  დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის შემდეგი 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული.  ეს მიზნები  მსოფლიოს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება.  „მიზნები და ამოცანები არის ორწლიანი ინტენსიური საჯარო კონსულტაციებისა და ჩართულობის შედეგი მთელს მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ყველაზე ღარიბ და დაუცველთა ხმებს“, – ნათქვამია გაეროს ვებგვერდზე.   მიზნებს შორის მეთერთმეტე ქალაქებისა და სხვა სახის დასახლებების ინკლუზიურობის, უსაფრთხოებისა და მედეგობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გაეროს 2020 წლის დოკუმენტში, სახელწოდებით People-Smart Sustainable Cities, ნათქვამია: „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის ერთად მუშაობს, რათა განისაზღვროს  ჭკვიანი მდგრადი ქალაქი, როგორც „ინოვაციური ქალაქი, რომელიც  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და სხვა საშუალებებს ცხოვრების ხარისხის, ურბანული ოპერაციებისა და სერვისების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად იყენებს. ამავდროულად, იმის უზრუნველყოფა, რომ  დაკმაყოფილდება დღევანდელი და მომავალი თაობების საჭიროებები ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და ასევე კულტურულ  ასპექტებთან დაკავშირებით“.

SmartLA 2028 ინიციატივა, რომლის ანგარიშის ფოტოსაც Facebook-ანგარიშები ავრცელებენ,  2028 წლისთვის ლოს ანჯელესში მაცხოვრებლების მობილობის გასაუმჯობესებლად მეტროს სარკინიგზო და ავტობუსების სისტემების განახლებას გულისხმობს. თანაც, აღსანიშნავია, რომ 2028 წლის ზაფხულში ლოს-ანჯელესი  ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. გეგმა ასევე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად ტექნოლოგიის გამოყენებას. ინიციატივის ფარგლებში ასევე იგეგმება იმგვარი  ტექნოლოგის შექმნა, რომელიც ხანძარს ან ჯანმრთელობის სხვა რისკებს ადრეულ ეტაპზე, ადამიანების 911-ზე დარეკვაზე ადრე აღმოაჩენს.

არც SmartLA 2028-ის ანგარიშში და ზოგადად ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებში არ არის ნახსენები ქალაქის განადგურებისა და აღდგენის  გეგმები. არც ერთი დოკუმენტი არ საუბრობს ქალაქების განადგურებაზე, როგორც ჭკვიანი ქალაქის ინიციატივის განხორციელების გზაზე. ქალაქებს არ სჭირდებათ არსებული ინფრასტრუქტურის  განადგურება ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, რომელიც ძირითადად არსებულ ინფრასტრუქტურაში  სენსორების ან პროგრამული უზრუნველყოფის დამატებას გულისხმობს.

ხანძარი ლოს-ანჯელესში „ჭკვიანი ქალაქების“კონცეფციას აშშ-შიც დაუკავშირეს, რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact გამოეხმაურა და ყალბ ამბად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ დამატებით, Facebook-ანგარიში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-ს (ამერიკული სამეცნიერო–კვლევითი პროგრამა) უკავშირებს.

HAARP-ს  სხვადასხვა  სტიქიურ მოვლენების ირგვლივ არსებული დეზინფორმაციისა და კონსპირაციის სამიზნე ხშირად გამხდარა. დეზინფორმაციის გამავრცელებლები HAARP-ს „კლიმატურ იარაღსაც“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ სტიქიური კატასტროფები სწორედ მისი გამოყენებით, ხელოვნურად არის გამოწვეული (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები 1; 2; 3).

რეალურად კი,  HAARP  მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის  იონოსფეროს შემსწავლელ  პროგრამას წარმოადგენს. სამეცნიერო პროგრამის მიზანი იონოსფეროს, ატმოსფეროს ზედა ნაწილის, შესწავლაა. იონოსფერო ქმნის საზღვარს ატმოსფეროს ქვედა ნაწილსა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ და სივრცის ვაკუუმს შორის.  იონოსფერო დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება და 500 კილომეტრს აღწევს.

1990-დან 2014 წლამდე HAARP  შეერთებული შტატების საჰაერო ძალების (USAF) და საზღვაო ძალების ერთობლივად მართული პროგრამას წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო დედამიწის იონოსფეროს ფიზიკური და ელექტრული თვისებების კვლევა, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო საკომუნიკაციო, ასევე სანავიგაციო სისტემებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

კვლევითი დანადგარი  ალასკაში წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე  მუშაობს. HAARP-ის კვლევის ნებისმიერი ეფექტი ვერ გავრცელდება მცირე ტერიტორიის მიღმა, თანაც  „HAARP ობიექტის არცერთ მახასიათებელს არ შეუძლია ხანძრის გამოწვევა“, განუცხადა ფრანგულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია AFP-ს მიჩიგანის უნივერსიტეტის კლიმატის და კოსმოსური მეცნიერებებისა და ინჟინერიის ხელმძღვანელმა ტუია პულკინენმა.  მისი თქმით, რადარის სიმძლავრე მიმართულია ზემოთ კოსმოსში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიყენებოდეს  ხანძრის გასაჩენად.

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.