Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: კალიფორნიაში გასულ წელს სახანძროდან ყველა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი დაითხოვეს

დეზინფორმაცია: კალიფორნიაში გასულ წელს სახანძროდან ყველა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი დაითხოვეს

იანვარს 14, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირმა  ხახუტაიშვილი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, კალიფორნიაში, სადაც ამჟამად ხანძარს ებრძვიან, „შარშან ყველა ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი მეხანძრე გაუგდიათ სამსახურიდან, თუმცა დაიტოვეს ესენი“. ანგარიში ლოს-ანჯელესის სახანძროს Facebook- გვერდიდან აღებულ ფოტოსაც ავრცელებს, რომელზეც სახანძროს წარმომადგენლები პრაიდის თვეს აღნიშნავენ.  რეალურად, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გასულ წლებში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშესაწყობად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა  დეპარტამენტში ჰეტეროსექსუალი მამაკაცების დათხოვნა არ მომხდარა.

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან.   14 იანვრის მონაცემებით, ხანძარს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურს (LAFD)-ს  2022 წლიდან კრისტინ კროული ხელმძღვანელობს. ის არის პირველი ქალი და  ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა.  ხანძრის დაწყების შემდეგ, სახანძრო სამსახურის მუშაობა კრიტიკის საგნად იქცა და LAFD-ის არაეფექტურობა მისი ხელმძღვანელის (კროულის)  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პოლიტიკას დაუკავშირეს. თუმცა, მსგავს გამოხმაურებებში არ ფიქსირდება, რომ მას გენდერული ნიშნით დათხოვნაში ადანაშაულებენ, როგორც ამას ქართულენოვანი ანგარიში წერს.

ამბავს  ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი გამოეხმაურა, რომელმაც X პლატფორმაზე დაწერა:  DEI [Diversity – მრავალფეროვნება, Equity – თანასწორობა, Inclusion – ინკლუზიურობა] კლავს ადამიანებს“. ცნობისთვის, DEI სამუშაო გარემოში ისეთი ინიციატივების დანერგვას გულისხმობს, რომლის მიზანიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის გაზრდაა. სოციალური ქსელებში კროულზე იმასაც წერდნენ, რომ ქალი  „DEI-ით დაქირავებულია“, თუმცა მის  ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი ორგანიზაციაში  22 წლის განმავლობაში რამდენიმე თანამდებობაზე  მსახურობდა, მათ შორის იყო მეხანძრე,  მეხანძრე ინსპექტორი, კაპიტანი და უფროსის მოადგილე.

ლოს-ანჯელესის სახანძრო კომისიის პრეზიდენტმა გენეტია ჰადლი-ჰეისმა კროულის გასულ წელს  მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის ბიურო დეპარტამენტის შექმნის უფლება მისცა. ჰეისის მიხედვით, 2022 წლიდან თითოეულ დეპარტამენტში უფრო მეტი შავკანიანი, ლათინო, აზიელი მეხანძრეა წარმოდგენილი. ჯონი გრეი, ლოს-ანჯელესის ოლქის სტენტორიანების პრეზიდენტი (ორგანიზაცია, რომელიც აფროამერიკელი მეხანძრეებისგან შედგება და იმ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა,  რომლებსაც  აფროამერიკელი მეხანძრეები აწყდებიან, მათ შორის, რასობრივი დისკრიმინაცია და სახანძრო სამსახურში მათი არასაკმარისი წარმომადგენლობა) აცხადებს, რომ DEI სახანძრო დეპარტამენტში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ სქესის  მეხანძრეების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.

2023 წლის მარტში, ლოს-ანჯელეს ოლქის სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა პოლიტიკის პაკეტი, რომელსაც თავმჯდომარე  ჯენის ჰანმა უწოდა „საგზაო რუკა, თუ როგორ აპირებდნენ უფრო მეტი ქალის და ფერადკანიანი ადამიანების ჩართვას LAFD-ში“. პოლიტიკა, მათ შორის, გულისხმობდა LAFD-ში შესაბამისი DEI კომიტეტის შექმნას, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად, კანდიდატის აყვანის პროცესში კონსულტაციებს გასწევდა და ასევე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობასთან დაკავშირებით შიდა გამოკითხვებსა და ინტერვიუებს ჩატარებდა.

კროული მრავალფეროვნებას, როგორც მის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ხშირად უსვამდა ხაზს.  გამოცემა Forbes აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ის ხანძრების თავიდან აცილების ხარჯზე მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე ფოკუსირდებოდა.  მაგალითად, 2022 წელს, მას შემდეგ რაც ფიცი დადო, კროულიმ Los Angeles City News Service-თან პრიორიტეტებზე ისაუბრა, სადაც  ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელს DEI საერთოდ არ უხსენებია.   კროულის თქმით,  „პირველი პრიორიტეტი“   მის უშუალო სამეთაურო პერსონალთან გაძლიერებული კომუნიკაციას უკავშირდებოდა. ამავე ინტერვიუში, კროულიმ ასევე ჩამოთვალა LAFD-ის სამი მთავარი პრიორიტეტი: „დარწმუნება იმაში, რომ დეპარტამენტი ოპერატიულად მზადყოფნაშია  უპასუხოს ზარებს; მეხანძრეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაზრდა; და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება“.

კროულის ხელმძღვანელობის დროს შემუშავებულ 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმაში შვიდი მიზანია გამოყოფილი. კროულის სიაში ნომერ პირველი არის „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გადაუდებელი დახმარების განსაკუთრებული სერვისების მიწოდება“. 7-დან ერთი მიზანი გულისხმობს სამუშაო გარემოში მრავალფეროვნების, თანასწორობას და ინკლუზიურობის უზრუნველყოფას.

თავად LAFD-ის ხელმძღვანელი პრობლემას არა DEI ინიციატივებში, არამედ დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის 17,4 მილიონი დოლარით შემცირებაში ხედავს.  კერძოდ, გასული წლის ივნისში, ლოს-ანჯელესის მერმა დაამტკიცა ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც  LAFD-ის 2025 წლის ბიუჯეტის $17.4 მილიონის შემცირებას მოიცავდა.  კროულიმ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ შემცირებამ  უარყოფითად იმოქმედა დეპარტამენტის უნარზე, განეხორციელებინა ძირითადი ოპერაციები, მის ტექნოლოგიასა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, ასევე დეპარტამენტის უნარზე, ჩაეტარებინა ტრენინგები. კროული ასევე მიუთითებდა, რომ დეპარტამენტს დამატებითი 62 სახანძრო სადგური ესაჭიროება.

კროულის მიხედვით, სახანძროში 2010 წლიდან მოყოლებული სატელეფონო ზარების რიცხვი 55%-ით გაიზარდა, სააგენტოს კი 2010 წელთან შედარებით ნაკლები მეხანძრე ჰყავს. LAFD-ს ამჟამად  3,500-ზე მეტი  მეხანძრე და სამოქალაქო დამხმარე პერსონალი ჰყავს. სახანძრო დეპარტამენტი  ყოველდღიურად  დაახლოებით 1,368 საგანგებო ინციდენტზე რეაგირებს.

ფოტო, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის Facebook-პოსტიდან არის აღებული, 2020 წელს გამოქვეყნდა და სიამაყის თვეს უკავშირდებოდა.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ კალიფორნიაში სახანძროდან გასულ წელს ყველა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი დაითხოვეს, ყალბია.

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.