Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

იანვარს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პოსტის სახით (დაარქივებული ბმული) ავრცელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვიდან ამონარიდს, რომელიც მან მარ-ა-ლაგოს მამულში გამართულ პრესკონფერენციაზე 2024 წლის 7 იანვარს გააკეთა. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინის გვერდზე ზის, სავარაუდოდ, სავახშმო მაგიდასთან და ორივე მათგანს ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და სინამდვილეს არ ასახავს.

მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს. მაგალითად, ფოტოზე ვხედავთ, რომ ჭიქას, რომელიც პუტინს უჭირავს ხელში, ორი ფეხი აქვს და თან  რუსეთის პრეზიდენტის თითებს არაბუნებრივად ერწყმის. გარდა ამისა, კიდევ ერთ ჭიქას ვხედავთ ფოტოს მარცხენა კუთხეში, რომლის ზედაპირიც მორფირებულია, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოს მახასიათებელია. დამატებით, სურათზე ვხედავთ დონალდ ტრამპის ყურს, რომელიც არაბუნებრივად, კონტურების გარეშე ერწყმის მისსავე თმას, რაც AI-გენერირებული ფოტოს ერთ-ერთი ნიშანია.

ფოტოს სიყალბეს ამტკიცებს ისიც, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა. გარდა ამისა, რეალურად, ფოტოს პირველწყარო Instagram-გვერდია სახელად „nftplug”, რომელმაც პოსტი 2024 წლის 9 იანვარს გაავრცელა შემდეგი აღწერით: „ხელოვნური ინტელექტი ქმნის შეხვედრის სცენარებს პუტინისა და ტრამპის მონაწილეობით“. ფოტოები შექმნილია Midjourney-ის მეშვეობით, რომელიც AI-ს მიერ გენერირებული ფოტოების პროგრამაა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ეს ფოტო სხვა უცხოურმა თუ ქართულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც რედაქტირებულად შეაფასეს: მაგალითისთვის, იხ. ბმული 1, 2, 3.

 

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.