Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

იანვარს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ჯგუფში „პროტესტი“ აქვეყნებს ფოტოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „დეგრადირებული ნაცის შეფასება“. ფოტოზე მომღერლისა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-15 ნომრის, გიორგი უშიკიშვილის სურათისა და ანსამბლ „ერისიონის“ ლოგოს ფონზე ვკითხულობთ: „ასეა, როდესაც არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი! – გიორგი უშიკიშვილი „ერისიონს““. რეალურად, გიორგი უშიკიშვილმა აღნიშნული სიტყვებით „ერისიონის“ ხელმძღვანელობას მიმართა და არა ანსამბლს.

2024 წლის 25 დეკემბერს ანსამბლმა „ერისიონმა“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება: „სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ   იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად! ჩვენ ყოველთვის  ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“. აღნიშნული განცხადება, სავარაუდოდ, მომღერლების ნაწილის მიერ (მაგალითად, ბმული 1, 2, 3, 4, 5) საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე გაუქმების კონტექსტში გავრცელდა.

აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა გიორგი უშიკიშვილი: „ასეა როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი. უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე“.

უშიკიშვილმა საკუთარი სიტყვებით ანსამბლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და სწორედ მისი მისამართით თქვა სიტყვები „არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი“. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 2015 წლიდან შერმადინ ჭკუასელია, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი 2016 წლიდან – ეკა ჭკუასელი. ორივე მათგანი ჯემალ ჭკუასელის, 1986-2915 წლებში ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შვილია და სწორედ ამაზე მიუთითებს უშიკიშვილი, როდესაც ხელმძღვანელობის მემკვიდრეობით მიღებაზე საუბრობს.

გიორგი უშიკიშვილის ციტატის იმგვარად რედაქტირება, როგორსაც Facebook-მომხმარებლის პოსტში ვხვდებით, მცდარად წარმოაჩენს, თითქოს მან სიტყვებით – „არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი“, ზოგადად, ანსამბლ „ერისიონს“ მიმართა.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.