Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ნოემბერს 30, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2), ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც წერს: „Pfizer = ჭირის ღმერთი. თუ თქვენ წაიკითხავთ სახელს “Pfizer” უკუღმა , მაშინ იქნება “რეზიფპი”, რაც ებრაულად ნიშნავს რეშეფს ან მწველს, ჭირისა და ქვესკნელის ღმერთს.“ რეალურად, Pfizer-ის სახელწოდება ჩარლზ ფაიზერს უკავშირდება და ებრაულ ენასთან კავშირი არ აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდვაქცინის სახელის შებრუნებული ვარიანტი ებრაულად ჭირისა და ქვესკნელის ღმერთს აღნიშნავს 2023 წლიდან ვრცელდება სხვადასხვა პლატფორმაზე (1, 2) და ფაქტების გადამმოწმებელი ამერიკული მედიის Lead Stories ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

სინამდვილეში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელწოდება Pfizer რომ შევატრიალოთ, ვიღებთ სიტყვას – Rezifp, რაც არ არის იგივე სიტყვა, რაზეც პოსტის ავტორი საუბრობს. რეალურად, ჭირისა და ქვესკნელის ღმერთი ებრაულად არის Resheph (რეშეფი).

რეშეფი ანტიკური ღვთაებაა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ეგვიპტის პერიოდით თარიღდება. რეშეფი დასავლეთ სემიტური ჭირისა და ქვესკნელის ღმერთია, ასევე ომის ღმერთი, რომელიც წვერიანი, თხის რქებიანი კაცითაა გამოხატული ხელში ცულითა და ფარით. ებრაულად თავად სიტყვა „რეშეფი“ მწველს, მრისხანეს აღნიშნავს. არსებობს ასევე სხვა ექსპერტული მოსაზრებებიც „რეშეფის“ ეტიმოლოგიასთან დაკავშირდებით. კერძოდ, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ რეშეფი აღნიშნავს ღმერთს, რომელიც მწუხარე, თავმდაბალი ადამიანების ლოცვებს ისმენს.

მიუხედავად სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ვერსიისა, „რეშეფი“ არ წარმოადგენს Pfizer-ის შებრუნებულად დაწერილ ვარიანტს და, შესაბამისად, კოვიდვაქცინის სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს ებრაულ ენასა თუ ანტიკურ ღვთაებასთან.

რეალურად, Pfizer, Inc. და მის მიერ შექმნილი კოვიდვაქცინა სათავეს ჩარლზ ფაიზერის სახელიდან იღებს. ჩარლზ ფაიზერი, წარსულში კარლ ფაიზერი, 1824 წლის 22 მარტს გერმანიაში დაიბადა და 1840-იან წლებში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჩარლზმა საკუთარ ბიძაშვილთან ჩარლზ ერჰარტთან ერთად 1849 წელს ბრუკლინში, ნიუ-იორკში დააფუძნა ბიოტექნოლოგიური და ფარმაკოლოგიური კომპანია Charles Pfizer & Company. სწორედ ჩარლზ ფაიზერის დაფუძნებულმა კომპანიამ, შემდგომში უკვე Pfizer Inc.-მა BioNTech-თან კოლაბორაციით შექმნა კოვიდვაქცინა სახელწოდებით Pfizer-BioNTech (ფაიზერი), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ანტიკურ ღვთაებასთან – ებრაულად „რეშეფთან“.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.