Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს

ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს

დეკემბერს 26, 2024 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

2024 წლის 21 დეკემბერს ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი მაკა შალიკაშვილი  (1; 2). ნაძვის ხის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან კავშირზე საუბრისას, მსახიობი ამბობს: „როდესაც პატარა იესო დაიბადა, ყრმა და მას სდევნიდნენ, დედამ, მარიამმა იგი წამოიყვანა და როდესაც მტერი მოსდევდა, მოსაკლავად, ბუნებრივია, ტრიალ მინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა და მათ შეაფარეს თავი, ნაძვის ხეს, და მოხდა სასწაული – ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო მტრისგან დაიფარა. აი, ეს არის ნაძვის ხე, თორე ნაძვის ხე მაშინ ლეღვის ხე იქნებოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რატომ ნაძვის ხე, ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ძალიან დიდი რამისა, რომელმაც დაიცვა იესო ქრისტე სიკვდილისგან [სტილი დაცულია]“. სინამდვილეში, ნაძვის ხის შობის დღესასწაულთან რაიმე კავშირის არსებობა და აღნიშნული ისტორიის მსგავსი ფორმულირება ბიბლიაში არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

მსახიობის გამოსვლა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ისტორია იესოსა და ნაძვის შესახებ „ჯეოფაქტსმა“ მკითხველის თხოვნით გადაამოწმა.

პირველ რიგში, „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა, არის, თუ – არა მსგავსი ისტორია ბიბლიაში მოთხრობილი. საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე ატვირთული ბიბლიის ელექტრონული ვერსიაში, სიტყვა „ნაძვ“-ის ძიებისას რამდენიმე შედეგს გვაჩვენებს, თუმცა არცერთი მათგანი შალიკაშვილის მიერ მოთხრობილი ისტორიის მსგავსი არ არის. საგულისხმოა, რომ „ნაძვი“ მხოლოდ ძველ აღთქმაშია მოხსენიებული, იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება კი ახალ აღთქმაშია გადმოცემული. საპატრიარქოს ვებგვერდის გარდა „ჯეოფაქტსმა“ ინფორმაცია orthodoxy.ge-ზეც გადაამოწმა. სიტყვა „ნაძ“-ის ჩაწერისას 124 შედეგი იძებნება, აქედან „ნაძვი“ მხოლოდ ძველ აღთქმაშია, თუმცა ზემოხსენებული ისტორიის მსგავსი არცერთი მათგანი არ არის  (ფოტოები იხ. ქვემოთ).

 

დამატებით, ინფორმაციის დასაზუსტებლად, „ჯეოფაქტსი“ მამა ლეონ გელოვანს დაუკავშირდა. მისი თქმით, მსგავსი ისტორია არათუ ბიბლიაში, არამედ იმ დროის სხვა ხელნაწერსა თუ წყაროში, მათ შორის, არაავთენტურ წიგნებშიც კი, არ არსებობს. მოთხრობილი ამბავი სრულიად მოგონილია.

მამა ლეონის თქმით, ნაძვი, როგორც მარადმწვანე მცენარე ქრისტეშობამდეც სიცოცხლის სიმბოლო იყო . მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც მზის ღმერთის სწამდათ, სჯეროდათ, რომ მზის ღმერთს 21 დეკემბრამდე, ყველაზე გრძელ ღამემდე (21-22 დეკემბრის ღამე), ძალა დაკარგული ჰქონდა. ამ პერიოდში არსებობდა ტრადიცია, რომლის დროსაც ხალხს სახლებში ნაძვის ტოტები შეჰქონდათ. მარადმწვანე ნაძვი კი სიმბოლო იყო იმისა, რომ ამ დროს მზის ღმერთი გაიღვიძებდა, ძალას მოიკრებდა და ხალხს დაეხმარებოდა.

მამა ლეონის თქმით, რეალურად, შობის თარიღიც პირობითია და ის სიმბოლურად ემთხვევა იმ პერიოდს, როცა მზის ღმერთის სახალხო დღესასწაული აღინიშნებოდა. მამა ლეონი ამბობს, რომ „ამ სიმბოლოსთან, რომელიც მზის ღმერთს უკავშირდებოდა, ქრისტიანებს პრობლემა არ ჰქონდათ. პირიქით, ქრისტიანებსაც გვწამს, რომ ეს არის სიბნელის სინათლით შეცვლა და მარადმწვანე მცენარე, რომელიც განახლებასთან, აყვავებასთან, გამოკეთებასთან არის დაკავშირებული, ძალიან ლამაზად დამკვიდრდა ქრისტიანულ ტრადიციაშიც“.

უშუალოდ ნაძვის ხის მორთვის საკითხზე საუბრისას, მამა ლეონი ამბობს, რომ ეს უკვე წმინდად ქრისტიანული და საშობაო ტრადიციაა. მისი თქმით, ნაძვის ხის მორთვას მე-16 საუკუნეში მარტინ ლუთერმა დაუდო საფუძველი, როდესაც მასზე სანთლები დაამაგრა. ამის შემდეგ, ტრადიციამ ევროპაში გაიდგა ფესვები და მორთული ნაძვის ხე შობის და მთლიანად სახალხო დღესასწაულის სიმბოლოდ იქცა.

„ჯეოფაქტსმა“ ნაძვის ხის შობის დღესასწაულთან კავშირის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებში მოიძია (1; 2) და მათშიც ნაძვის ხის ტრადიციას კვლავ მარტიც ლუთერამდე და უფრო ადრე, მზის ღმერთის დღესასწაულის დროს მარადმწვანე ტოტების გამოყენების ისტორიასთან მივყავართ.

ასე მაგალითად, History-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ ნაძვის ხის საშობაოდ მორთვის ტრადიციის გაჩენამდეც, მარადმწვანე მცენარეებს ადამიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ისევე როგორ დღეს, წარსულშიც, ადამიანები სადღესასწაულო პერიოდში კარსა და ფანჯრებს მარადმწვანე ტოტებით რთავდნენ. ძველ დროში ადამიანებს, ვისაც მზის ღმერთის სწამდათ, სჯეროდათ, რომ 21 დეკემბერს, ზამთრის ბუნიობას, მზის ღმერთი ავად ხდებოდა და სუსტდებოდა. ბუნიობის აღნიშვნა კი ნიშნავდა, რომ მზე-ღმერთი გამოჯანმრთელებას დაიწყებდა. მარადმწვანე ტოტები ახსენებდათ ყველა იმ მწვანე მცენარეს, რომლებიც კვლავ გაიზრდებოდნენ, როცა მზე-ღმერთი გაძლიერდებოდა და ზაფხული მოვიდოდა.

საშობაო ნაძვის ხის ტრადიცია, ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, გერმანიას უკავშირდება. წყაროების თანახმად, უკვე მე-16 საუკუნეში ქრისტიანებს სახლებში მორთული ხეები შეჰქონდათ. ზოგჯერ ხისგან საშობაო პირამიდებს აშენებდნენ და მას მარადმწვანე მცენარეებითა და სანთლებით რთავდნენ.

History, ენციკლოპედია ბრიტანიკა და სხვა წყაროები წერენ, რომ მარტინ ლუთერმა, მე-16 საუკუნის პროტესტანტმა რეფორმატორმა, პირველმა შეამკო ნაძვის ხე ანთებული სანთლებით. ცნობების მიხედვით, ზამთრის ერთ საღამოს სახლში მიმავალი ლუთერი მარადმწვანე მცენარეებს შორის მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოიხიბლა. იმისათვის, რომ ნანახი სცენა ოჯახისთვისაც აღეწერა,  მან მთავარ ოთახში ხე აღმართა, რომლის ტოტებზეც ანთებული სანთლები დაამაგრა.

ამდენად, მსახიობ მაკა შალიკაშვილის მიერ მონათხრობი ისტორია ნაძვის ხის შობის დღესასწაულთან კავშირის შესახებ  არც საეკლესიო და არც საერო ლიტერატურაში დასტურდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 24 დეკემბერს „პალიტრავიდეომ“ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შალიკაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა. „პალიტრავიდეოს“ გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი აღნიშნავდა, რომ ის უბრალოდ თქმულებაზე საუბრობდა: „მე ვთქვი, რომ ასეთი თქმულება არსებობს, ასე დავიწყე ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი მოაშორეს. ბიბლიაც დაწერილია და სახარებაც. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო. ასეთი თქმულება რომ არის, ეს რა თქმა უნდა, ამოჭრილია. ამ ამბის მთავარი აზრი არის – სიკეთე. იმდენ სიბოროტეს აჯერებენ ბავშვებს, მოდი, სიკეთე დავაჯეროთ. ამ ამბავში არაფერი უბედურება არ არის, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. ამის შემდეგ თუ ვინმეს სიყვარულით ააწყობს და დადგამს სახლში ნაძვის ხეს, ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, ერთმანეთს არ ვუსურვოთ ბოროტება,“ – განაცხადა მაკა შალიკაშვილმა. საგულისხმოა, რომ როგორც „პალიტრავიდეო“ აცხადებდა, მსახიობს კომენტარისთვის თავად დაუკავშირდნენ და ინფორმაცია ვებგვერდზე ასე გამოაქვეყნეს (არქივირებული ბმული). თუმცა, 2024 წლის 25 დეკემბრის მონაცემით, სტატია ხელმისაწვდომი აღარაა და მხოლოდ სხვა მედიასაშუალებების ვებგვერდებზე იძებნება.

 

 

See all posts

Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.