Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა

ევროპარლამენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ შეცდომით იქნა მოხსენიებული და პრესრელიზი შესწორდა

დეკემბერს 19, 2024 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

ტელეკომპანია „იმედი“ (1, 2, 3), „რუსთავი 2“, ასევე საინფორმაციო სააგენტო „Spnews”, „ნიუსჰაბი“, „რადიო სივრცე FM 98.5“ და სოციალური ქსელის მომხმარებლები (1, 2, 3) ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ევროპარლამენტმა ოფიციალურ პრესრელიზში სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენია“. მსგავსი შინაარსის კომენტარი  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა – „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექსპრეზიდენტი რას იტყვის. ეს სიტყვა ჩემი გამოგონილი, ექსკლუზივი არაა. მათ [ევროპარლამენტმა] გააკეთეს განცხადება, რომ მათ ექს პრეზიდენტი მიიწვიეს“.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „ჯეოფაქტსმა“ ევროპარლამენტის პრესრელიზი გადაამოწმა. გადამოწმების დროს, სალომე ზურაბიშვილი პრესრელიზში მოხსენიებული იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, „ჯეოფაქტსმა“ ევროპარლამენტის პრესსამსახურს მიმართა კითხვით, იყო, თუ – არა როდისმე სალომე ზურაბიშვილი პრესრელიზში მოხსენიებული, როგორც „ყოფილი პრეზიდენტი“ და განხორციელდა, თუ – არა პრესრელიზში ცვლილებები. ევროპარლამენტის პრესსამსახურის პასუხით მიხედვით, „წინა პრესრელიზის ვერსიაში შეცდომა მართლაც გამოვლინდა, რომელიც შემდეგ შესწორდა“. აქედან გამომდინარე, პრესრელიზის თავდაპირველ ვერსიაში სალომე ზურაბიშვილი მოხსენიებული იყო, როგორც „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი“, მაგრამ შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ევროპარლამენტის პრესსამსახურმა პრესრელიზი შეასწორა და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენია.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა თავად გადაამოწმა ევროპარლამენტის პრესრელიზი, რომელიც უკვე შესწორებული იყო და სადაც სალომე ზურაბიშვილი „ყოფილ პრეზიდენტად“ აღარ იყო მოხსენიებული. ამის გამო, იმ მედიებზე, რომლებმაც ევროპარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის „ყოფილ პრეზიდენტად“ მოხსენიების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაწერეს, რომ ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.

ვინაიდან შესწორებამდე ევროპარლამენტის პრესრელიზში სალომე ზურაბიშვილზე მსგავსი ჩანაწერი მართლაც იყო, ვერ ვიტყვით, რომ ზემოაღნიშნულმა მედიებმა ეს ინფორმაცია თავდაპირველად არასწორად გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის პრესრელიზში შესწორება მალევე განხორციელდა, მაგრამ, 19 დეკემბრის მდგომარეობით, მედიასაშუალებებს ეთერებში, სტატიებში და Facebook-პოსტებში ინფორმაცია ან არასათანადოდ ან საერთოდ არ შეუსწორებიათ, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მაგალითად, „პოსტივის“ გვერდზე აღნიშნულ საკითხზე მიძღვნილი ე.წ ქარდი აღარ იძებნება, მაგრამ „პოსტივის“ გადაცემა „ევროკრატიაში“ ნახსენებია, რომ ევროპარლამენტის პრესრელიზი ჩასწორდა, რასაც „პოსტივი“ „კულისებიდან პროცესების მმართველების გავლენას“ უკავშირებს. თავის მხრივ, ახალი ამბების სააგენტო „Spnews-მა“ ახალი სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტმა პრესრელიზის ტექსტი შეცვალა“, თუმცა სტატია სააგენტოს Facebook-გვერდზე არ გამოქვეყნებულა. „ნიუსჰაბმა“ ევროპარლამენტის მიერ პრესრელიზის ჩასწორების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველი პოსტის კომენტარებში გაავრცელა, მაგრამ თავად პოსტი სათანადოდ არ შეუსწორებია. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“, მათ შესწორება არ გაუკეთებიათ.

See all posts

Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.