Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება

დეკემბერს 18, 2024 · Verified Facts · Verdict: Altered

Facebook-სა (1, 2, 3) და TikTok-ზე ვრცელდება ზვიად გამსახურდიას ვიდეო, რომელშიც ის თითქოს ამერიკის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. „დადგება დრო, როდესაც ამერიკის იმპერია გადაწყვეტს საქართველო ბოლომდე დაიმორჩილოს. ისინი ეცდებიან გარყვნან, გაანადგურონ ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციები. ამ ყველაფრის ისინი მოახერხებენ არასამთავრობო სექტორის დახმარებით. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ ბოროტებას. ჩვენი ეროვნული ვალია დავდეთ მედგრად, პასუხი გავცეთ ამ იმპერიულ ძალებს და შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა. ქართველი ერი არის უზენაესი უზენაესთა შორის. დიდება საქართველოს“, – ისმის ვიდეოში, რომელზეც დართულია აღწერა: „ჯერ კიდევ როდის თქვა ზვიადმა“. ვიდეოს კადრები 1991 წლის ტელეხიდ „მოსკოვი-თბილისის“ ჩანაწერიდან არის აღებული, სადაც ზვიად გამსახურდია რუსულ ენაზე სრულიად სხვა საკითხებზე საუბრობს. ქართული თარგმანი, რომელიც ორიგინალი ვიდეოს აუდიოს გადაადეს, ყალბია. იგივე ტელეხიდიდან ზვიად გამსახურდიას განცხადებების გაყალბებული თარგმანები „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

გავრცელებული ვიდეოს პირველ რამდენიმე წამზე ისმის ზვიად გამსახურდიას ხმა, სადაც ის ამბობს სიტყვებს – „Запад пока не решил“, შემდეგ კი მისი ხმა გადაფარულია. ამ კადრის ხილვა, რომელიც ტელეხიდ „მოსკოვი-თბილისის“ ჩანაწერიდან არის აღებული, ორიგინალ ჩანაწერში 39:26 წუთზე არის შესაძლებელი, რა დროსაც ზვიად გამსახურდია კითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ იკავებს თავს დასავლეთი საქართველოს აღიარებისგან, პასუხობს, რომ დასავლეთს არ გადაუწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობები ექნება არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. კერძოდ, ზვიად გამსახურდია ამბობს:

რუსულად: „Запад Пока не решил. Дело не в Грузии, дело не в государственном устройстве или в личностях.  Запад Пока не решил как ему быть с республиками бывшего Советского Союза. Вот вся суть в этом. Он не решил свою политику, он пока не выработал и по-моему идёт интенсивное обсуждение всего этого, как я знаю, и наверное, судьба Грузии решится вместе с судьбами других республик. Вот я так считаю.“

ქართულად: „დასავლეთმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა. საქმე საქართველოში, სახელმწიფო მოწყობაში ან პიროვნებებში არ არის. დასავლეთმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, როგორ მოიქცეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან მიმართებით. მთელი არსი ამაში მდგომარეობს. მან ჯერ ვერ გადაწყვიტა თავისი პოლიტიკა, მიმდინარეობს ამ ყველაფრის ინტენსიური განხილვა, როგორც მე ვიცი, და სავარაუდოდ, საქართველოს ბედი სხვა რესპუბლიკების ბედთან ერთად გადაწყდება. აი, მე ასე ვფიქრობ“.

აქედან გამომდინარე, ორიგინალ ვიდეოში ზვიად გამსახურდია არაფერს ამბობს ამერიკის მხრიდან არასამთავრობო სექტორის დახმარებით ქართული სარწმუნოების და ტრადიციების განადგურების შესახებ. მსგავსი შინაარსის განცხადებას გამსახურდია მთლიანი ტელეხიდის განმავლობაშიც არ აკეთებს. მსგავსი ციტატა არც ღია წყაროებში იძებნება.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.