Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ტყუილია, რომ აქციის დაშავებული მონაწილეები ტიკტოკ ფილტრს იყენებენ

ტყუილია, რომ აქციის დაშავებული მონაწილეები ტიკტოკ ფილტრს იყენებენ

დეკემბერს 11, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

ტელეკომპანია „პოსტივი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლის მიხედვითაც „რადიკალური მიტინგის მონაწილე სოციალური ქსელის ეფექტს იყენებს, თითქოს ნაცემია“. იგივე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა Facebook-გვერდმა „მარშალ პრეს“, „ალტ ინფოს“ წამყვანმა ალექსანდრე ფალავანდიშვილი და რამდენიმე Facebook-მომხმარებელმა (1, 2). ამ მტკიცებებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აქციის მონაწილეების მისამართით შსს-ის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და რომ აქციის მონაწილეები ვითარების ესკალაციის მიზნით ცემის ფაქტებს ტიკტოკ ფილტრის საშუალებით აყალბებენ. აღნიშნული მტკიცებები ყალბია.

მსგავსი ტიკტოკ ფილტრი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია ჩალურჯებული თვალი, ორი ნაკაწრი და ცხვირზე ლეიკოპლასტირი დაიხატოს, მართლაც არსებობდა, თუმცა ზემოაღნიშნული ყალბი მტკიცებების შემდეგ, ტიკტოკზე აღარ იძებნება. ვიდეოს კადრი, რომელიც „პოსტივიმ“ და „მარშალ პრესმა“ საკუთარი მტკიცებისთვის გამოიყენეს, ტიკტოკის ფილტრით მომხმარებელმა ekamindiashvili 4 დეკემბერს გამოაქვეყნა. მას არსად აქვს მითითებული, რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და იქ მიიღო დაზიანება. მეტიც, მან კომენტარების საპასუხოდ ახალი ვიდეო ჩაწერა, სადაც ამ მტკიცებას თავად უარყოფს და გაოცებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს ფილტრი ნამდვილი ეგონათ.

რაც შეეხებათ სხვა ტიკტოკ მომხმარებლებს, რომლებმაც ამ ფილტრით ვიდეოები გამოაქვეყნეს, ისინი არათუ არ ამტკიცებენ, რომ საქართველოში გამართულ აქციებზე მიიღეს დაზიანება, არამედ, საერთოდ არ არიან ქართულენოვანი მომხმარებლები.

რაც შეეხება აქციის დაშავებულ მონაწილეებს, 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებული 327 ადამიანიდან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მანამდე, 3 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების დასჯის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წამების ქმედებად შეაფასა, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიხედვით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს. „არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, არ აძლევენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკ მოპყრობას და მიზანმიმართულ თავდასხმას დაექვემდებარნენ ქალები, არასრულწლოვანები და შშმ პირები“, – აღნიშნულია განცხადებაში. 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ „ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით, ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს და შემდეგ ეს ნივთები გამქრალია. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ რამდენჯერმე გამოვეხმაურეთ, მაგრამ უკვე საგანგაშოდ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კარგავენ პირად ნივთებს“.

ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს აქციის 140 მონაწილე. ამ რიცხვში არ მოიაზრება ის ადამიანები, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებებში იყვნენ გადაყვანილნი. 6 დეკემბრის მონაცემებით, აქციების კვალდაკვალ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, რომელთაგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. (ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები – 1, 2, 3, 4, 5, 6, 7). ამავდროულად, მედიაჩეკერის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 90-ზე მეტი ინციდენტი.

28 ნოემბრის აქციაზე, რომელიც მმართველი პარტიის მიერ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის მოხსნას მოჰყვა, სპეცრაზმის ერთ-ერთმა წევრმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე სასტიკად იძალადა. „რადიო თავისუფლების“ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სპეცრაზმელი გურამ როგავას უკნიდან ეპარება, თავში გამიზნულად ურტყამს და ადგილიდან გარბის. თავდასხმის შედეგად, როგავას სახის ძვლების და კისრის მალის მოტეხილობა დაუფიქსირდა.

29 ნოემბრის ღამეს და 30 ნოემბრის გამთენიისას, სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ზვიად მაისაშვილს, რომელსაც დაგდებულ მდგომარეობაში ჯერ ერთმა ნიღბიანმა პოლიციელმა ჩაარტყა სახეში ქუსლი, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, მეორე ნიღბიანი ისევ წიხლს უმატებს. თავდასხმის შედეგად ზვიადს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუფიქსირდა.

მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ცნობების გავრცელება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

სპეცრაზმის სასტიკი ძალადობის შედეგად დაშავებული აქციის მონაწილეები

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.