Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება

დეკემბერს 5, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საპროტესტო აქციების საწინააღმდეგოდ შექმნილ ჯგუფში „ანტი-მაიდანი“,  აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს (დარქივებული ბმული): „გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას აგრესიული მომიტინგეების მხრიდან პოლიციის მისამართით განხორციელებული ძალადობის გამო“. რეალურად, ციტატა ყალბია, აშშ-ის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ყალბი ციტატა თავდაპირველად ტელეკომპანია „პოსტვ“-ის მიერ გავრცელდა (დაარქივებული ბმული), ტელეკომპანია აღწერაში უთითებს: „ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე”. POSTV-მ იმავე აღწერით მეორე პოსტიც გაავრცელა და ამჯერად, საინფორმაციო ბარათზე შემდეგი ციტატა დაიტანა: „უკიდურესად ვარ შეშფოთებული აგრესიული მომიტინგეების მხრიდან ვანდალიზმის და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურების გამო“.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული აღწერა ორაზროვანია. კერძოდ, შესაძლოა, ტელეკომპანია ავრცელებს განცხადებას, რომლის მსგავსიც, მათი აზრით, ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს. თუმცა, მეორე მხრივ,  პოსტმა შეიძლება მომხმარებლები აფიქრებინოს, რომ აშშ-ის ელჩმა მსგავსი განცხადება მართლაც გააკეთა და ტელეკომპანია ამ განცხადებას იწონებს.

გასათვალისწინებელია პოსტის კომენტარებიც, მომხმარებელთა უმრავლესობას POSTV-ის პოსტიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ციტატა მართლაც რობინ დანიგანს ეკუთვნის (იხილეთ რამდენიმე ასეთი კომენტარი).

სინამდვილეში, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მიერ მსგავსი განცხადების გაჟღერება არ დასტურდება. ზოგადად, აშშ-ის ელჩის განცხადებები ვრცელდება როგორც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდებზე (1;2), ასევე  ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, მსგავსი ციტატა არც ერთ მათგანზე იძებნება.

რობინ დანიგანმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება 29 ნოემბერს გააკეთა. ელჩმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე დააბრუნოს, რაც დანიგანის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს. „გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დროს დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად“,-განაცხადა დანიგანმა.

ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, აშშ-ის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

 

See all posts

Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.