Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 8, 2024 · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში 5 ნოემბერს გასული გადაცემიდან „რეაქცია“ ამოჭრილია კონკრეტული ეპიზოდი. ვიდეოს მიხედვით, ინგა გრიგოლია რესპონდენტ ვლადიმერ ხუჭუას უსვამს შეკითხვას: „ზეწოლა არ იყო თქვენზე, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით?“, ხუჭუა კი პასუხობს – „არა“. თუმცა ვიდეოზე განთავსებულია წარწერა: „ცოლს თუ არ ჩავთვლით, არ ყოფილაო კაცმა!“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვლადიმერ ხუჭუა აღიარებს, რომ მასზე გადაწყვეტილების მიღებისას გავლენა მისმა ცოლმა იქონია. რეალურად, გადაცემის სრულად ნახვის შემთხვევაში ჩანს, რომ მოსამართლე ხუჭუა ზეწოლის შესახებ მოსაზრებებს უარყოფს.

ვლადიმერ ხუჭუა 2022 წლის ოქტომბრიდან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა. ხუჭუა ამ ეტაპზე ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც არჩევნების ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები გააბათილა. სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჰყავს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მოსამართლე გადაცემაში „რეაქცია“ მოწვეული და ამავე კონტექსტში უსვამს კითხვებს, მათ შორის, კითხვას  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე. სრულ ვიდეოში  ხუჭუა მასზე ნებისმიერი ზეწოლის არსებობას უარყოფს, ამ კონტექსტში ის არც საკუთარ ცოლს ახსენებს.

ინგა გრიგოლია: „ბატონო, ვლადიმერ, თქვენ კარგად იცით, ჩვენზე კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც, როგორც თქვით, უსაბურავო მანქანაზე ხელისუფლება ცდილობს 26 ოქტომბრის მერე დაგვიმტკიცოს, რომ საბურავების გარეშე მანქანა ჩამოიყვანა მესტიიდან. აი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამიტომ აღმოჩნდა თქვენი გადაწყვეტილება მოულოდნელი და ამიტომ აღფრთოვანდა ყველა. სხვა შემთხვევაში, ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, მაგრამ დღეს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ფაქტობრივად დაადასტურეთ ის… როგორ წაგვართვეს არჩევნები. ნორმალურ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ამბავი. ზეწოლა არ იყო თქვენზე, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით?“

ვლადიმერ ხუჭუა: „არა, არა, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ამის მცდელობაც არ ყოფილა. ბევრი მეკითხება ამას, ოჯახის წევრებიც, დედაჩემი შეშინებული მირეკავდა, სოციალური ქსელებიც. მე არც სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ და არც ამ ინფორმაციას არ ვფლობ, განსაკუთრებით ეს სამი დღეა. ყველას ერთსა და იმავეს ვეუბნები, აქ არავითარი საშიში არაფერი არ ხდება. აქ ხდება ერთი რამ, რომ სასამართლომ ჩვეულებრივად, კანონიერად, განხილული საქმის შედეგად დააყენა გარკვეული შედეგი. ეს შედეგი ახლა ვისთვის მოსაწონია, ვისთვის არ არის მოსაწონი, რომელი პოლიტიკოსი ამას როგორ შეაფასებს, ჩემთვის პირადად, როგორც მოსამართლისთვის, არის უმნიშვნელო. მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. ჯერჯერობით, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ამის მოლოდინიც არ მაქვს, პირდაპირ გეტყვით. რატომ? იმიტომ, რომ მე ვიცი ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი, როცა ამას კარგად შეხედავს, როცა ამ ყველაფერს გაანალიზებს, როცა ჩემს გადაწყვეტილებას წაიკითხავს, შეუძლებელია თქვას, რომ მე მივიღე რაიმე უკანონო გადაწყვეტილება“.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო მცდარად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გადაცემაში მოსამართლემ ცოლის მხრიდან ზეწოლა აღიარა.

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.