Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: პაპუაშვილმა ბრიფინგზე გამოიყენა რუკა, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის

დეზინფორმაცია: პაპუაშვილმა ბრიფინგზე გამოიყენა რუკა, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის

ნოემბერს 4, 2024 · Verified Facts, Elections 2024 · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტო(1, 2, 3, 4, 5, 6, 7) (დაარქივებული ბმული) მტკიცებით, რომ პრეზენტაციაზე დატანილ რუკაზე  ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.

4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ის დელეგატების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ დელეგატები  ყველა ოლქში ჰყავდა წარმოდგენილი.

საარჩევნო კოდექსში 2024 წლის 15 მაისს შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიას უფლება აქვს, 30 ოლქში საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

საარჩევნო ოლქებში არ შედის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორია, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა.

პრეზენტაციის ფოტოც სწორედ იმ  მონაკვეთიდან ვრცელდება, როცა პაპუაშვილი დელეგატებზე საუბრობდა (იხილეთ ბმულზე 14:07 წუთიდან).

„ჯეოფაქტსმა“ დამოუკიდებლად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ და შალვა პაპუაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც თეთრად აღიქმება.

თუმცა, ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, სხვა რაკურსიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის გამოყოფილი (იხილეთ ბმულზე 16: 10 წუთზე)

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ რუკაზე მკრთალად ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ფერიდან გამომდინარე,  ზოგიერთი რაკურსიდან თვალისთვის შეუმჩნეველი იყო.

ბრიფინგის შემდეგ, მედიებს პრეზენტაციის ფაილიც გაუგზავნეს.  „პუბლიკამ“ „ჯეოფაქტსს“ აღნიშნული პრეზენტაცია მიაწოდა. მე-13 სლაიდზე ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც რუხი  ფერით არის გამოყოფილი (იხილეთ ფოტო).

პრეზენტაციის ფოტო გაავრცელა „რადიო თავისუფლებამაც “. ფოტოზე ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალად ჩანს (იხილეთ ფოტო).

 

გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუკაზე რუხი ფერით არის გამოსახული. მან Facebook-გვერდზე პრეზენტაციის ფოტოც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის შემდეგი ნაწილი ოპოზიციის დელეგატებს ეხებოდა. პირდაპირ ეთერში ყურებისას, ფოტოზე რუკა საერთოდ არ ჩანს. როგორც შალვა პაპუაშვილმა დაწერა,  პრეზენტაციის ამ ნაწილში საქართველოს რუკაა ჩასმული, თუმცა აქაც მკრთალი ფერია გამოყენებული, შესაბამისად, კამერების  მიერ მისი აღქმა რთული იყო.

ამდენად, რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები, იქ ოლქების არ არსებობის გამო, განსხვავებული ფერით არის წარმოდგენილი. რადგან ფერი მკრთალია, ზოგიერთი რაკურსიდან იქმნება წარმოდგენა, რომ რუკის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.

See all posts

The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.