Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ოქტომბერს 29, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3, 4), რომელშიც საქართველოს პარლამენტის წინ აქტივისტები ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით პროტესტს მართავენ. გარდა ამისა, მათ უჭირავთ ბანერი, რომელზეც ვკითხულობთ: „Georgia Is Not Russia“ („საქართველოს არ არის რუსეთი“). გავრცელებული ვიდეოს მთავარ წყაროს რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მაუწყებელი RT (Russia Today) წარმოადგენს, რომლის ჟურნალისტიც ამბობს: „პარლამენტის წინ მოედანზე გამოჩნდნენ უკრაინელი აქტივისტები, შესაბამისი სიმბოლოებით და აცხადებენ, რომ ქვეყანაში წინა კვირაში ჩამოვიდნენ. მათი აქ ყოფნის მიზანი გაურკვეველია, ალბათ, პროტესტის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ“. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს თან ახლავს სათაურები იმგვარი შინაარსით, რომ „უკრაინელი ფაშისტები საქართველოში მაიდანის მოწყობას ცდილობენ“. რეალურად, აქტივისტები არა უკრაინელები, არამედ იტალიელები არიან და მათი პროტესტი არა გადატრიალების/რევოლუციის („მაიდნის“), არამედ 2024 წლის 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას ემსახურება.

 

 

27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტის ორგანიზატორი იყო Europa Radicale – იტალიელი პოლიტიკური აქტივისტების დელეგაცია, რომელიც საქართველოში 25 ოქტომბერს ჩამოვიდა საარჩევნო პროცესების მონიტორინგისთვის. მათი აქტივიზმი მოიზარებდა პრო-ევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობასა და იმ ბანერის გაშლას, რომელსაც ვიდეოებში ვხვდებით წარწერით: „Georgia Is Not Russia“ („საქართველოს არ არის რუსეთი“). დელეგაცია აცხადებდა, რომ მოლდოვის რეფერნდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპაში კიდევ ერთ მნიშნელოვან მოვლენას საქართველოს 26 ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა და აღნიშნულთან დაკავშირებით Europa Radicale-ის წევრები რომსა და მილანშიც შეიკრიბებოდნენ ქართველი ამომრჩევლების მხარდასაჭერად. აქტივისტების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს პრო-ევროპული გზა საფრთხის ქვეშ დგას. არჩევნები კი, მათი თქმით, სხვადასხვა სახის დარღვევისა და გაყალბების ფონზე მიმდინარეობდა. სწორედ ამ ფონზე გადაწყვიტეს მათ შეკრება და სიმბოლური ბანერის გაშლა, რის შემდეგაც მათ ათობით ქართველიც შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ პროტესტი იყო მშვიდობიანი და არც ერთ ღია წყაროსა თუ სანდო მედიაში ან ოფიციალური უწყებების ინფორმაციაში არ ვხვდებით ინფორმაციას მასთან დაკავშირებული დარღვევების ან „მაიდანის მოწყობის მცდელობის“ შესახებ. გარდა ამისა, თავად აქტივისტების ვებგვერდზე წერია, რომ „არაძალადობრივი ქმედებები, როგორც ბრძოლის ფორმა, ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ქმედების საზომი“. შესაბამისად, აღნიშნული იტალიური დელეგაცია არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს მიმართავს აქტივიზმისთვის და არა ძალადობრივ და რევოლუციურ ქმედებებს („მაიდანის მოწყობის მცდელობებს“). ამრიგად, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

აღსანიშნავია, რომ იგივე აქტივისტები 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის წინ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად მშვიდობიან პროტესტსაც შეუერთდნენ.

 

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.