Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან

დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან

ოქტომბერს 26, 2024 · Verified Facts, Elections 2024 · Verdict: Lie
Share

Facebook-ანგარიშმა „ფანტი ნა“-მ, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაში აქამდეც არის შემჩნეული, გაავრცელა მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარი დარღვევის ვიდეო შემდეგი აღწერით: „მარნეულში ნაცების აზერები დდააგიჟდნენ ამ ჯერზეც“.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის. ამჟამად, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, განცხადებით ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.

რეალურად, მტკიცება, რომ გავრცელებულ ვიდეოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიგურირებენ, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და არ დასტურდება.

Facebook-ანგარიში არანაირ მტკიცებულებას, არგუმენტს ან ფაქტს არ ასახელებს, თუ ვინ არის ვიდეოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ან რაზე დაფუძნებით აკეთებს აღნიშნულ მტკიცებას.

შემთხვევას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. მისი მტკიცებით, დამკვირვებელზე თავდასხმა და ურნაში ბიულეტენების ჩაყრა „სპეციალურად გაკეთებულია“. მისი თქმით: „სქემა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას – ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში, ან ელექტრონულ აპარატში“. თუმცა მისი ინფორმაციით, ბიულეტენები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩაყარა: „წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს ურნაში. ეს არის სპეციალურად გაკეთებული და თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ საარჩევნო უბანზე ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და ჩვენი ღრმა რწმენით, ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს“.

შესაბამისად, მამუკა მდინარაძეც ადასტურებს, რომ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფიგურირებს და არა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ის ასევე მიუთითებს, რომ ის, სავარაუდოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოისყიდა, თუმცა ეს ინფორმაცია გადამოწმებული ან დადასტურებული არ არის).

 

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.