Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება

თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება

ოქტომბერს 25, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოწყობილი ტერაქტის ერთ-ერთ მონაწილედ თურქეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და ისრაელის მოსადის აგენტი, ფარაჰ ქარიმი დაასახელეს. სინამდვილეში, ფარაჰ ქარიმი 2019 წელს გამოსული ვიდეო თამაშის, Call of Duty Modern Warfare-ის პერსონაჟია.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ყალბი მტკიცება თავდაპირველად რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი რუსი ბლოგერების,  ოლეგ ცარევის და იგორ დმიტრიევის მიერ გავრცელდა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ფარაჰ ქარიმი ვიდეო თამაშის ფიქტიური პერსონაჟია. Call of Duty Modern Warfare ვიდეო თამაშის სერიაში, ფარაჰ ქარიმი ფიქტიურ სახელმწიფო ურზიკისტანში „ურზიკისტანის გამათავისუფლებელი ძალების“ დამფუძნებელი და ლიდერია. თამაშის სიუჟეტში ქარიმი ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო და სამხედრო პირების დახმარებით მისი ფიქტიური ქვეყნის რუსს ოკუპანტებს და ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქათალას“ ებრძვის.

ფარაჰ ქარიმის ზუსტი კადრი,  რომელიც ირაკლი ზაქარეიშვილმა და რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო თამაშის ჩანაწერში (00:45 წუთი).

რაც შეეხება თურქეთში განხორციელებულ ტერაქტს, ოფიციალურმა ანკარამ დაადასტურა, რომ თურქეთის საკუთრებაში არსებული იარაღისა და საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიაზე თავდასხმა, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა, ქურთების მშრომელთა პარტიის წევრების მიერ იყო განხორციელებული. ტერაქტის საპასუხოდ თურქეთმა ერაყსა და სირიაში. ქურთების მშრომელთა პარტიასთან დაკავშირებული ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ამავდროულად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ტერაქტში რაიმე სახით მონაწილეობა აშშ-ის ან ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ანკარაში განხორციელებულ ტერაქტში აშშ-ის და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების აგენტი მონაწილეობდა, ყალბია.

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.