Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მოლდოვაში რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვის სასარგებლოდ გაყალბდა

დეზინფორმაცია: მოლდოვაში რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვის სასარგებლოდ გაყალბდა

ოქტომბერს 24, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცებები, რომ მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გაყალბდა დადებითი პასუხის სასარგებლოდ, რადგან საბოლოო შედეგი თავდაპირველად გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე არსებითად დიდი იყო (მაგალითად, იხილეთ 1, 2, 3, 4; არქივირებული ბმულები: 1, 2, 3, 4).

მტკიცებები მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების ან/და რეფერენდუმის გაყალბების შესახებ რიგ შემთხვევებში ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის, მტკიცებულების ან არგუმენტის გარეშე არის მოცემული, ხოლო სხვა შემთხვევებში მტკიცებები მიუთითებს, რომ არჩევნების თავდაპირველი შედეგებით, როდესაც ყველა უბანი ჯერ დათვლილი არ იყო, ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმში „არა“ პასუხი ლიდერობდა.

რეალურად, მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმში თავდაპირველი შედეგებით, როდესაც ჯერ ყველა უბანი დათვლილი არ იყო, ევროკავშირში გაწევრების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგო ხმები მეტი იყო. თუმცა შედეგები დიდი უბნებიდან შედარებით გვიან აიტვირთა (სადაც „კი“-ს მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც შედარებით დიდ ქალაქებში მოსალოდნელი იყო). რაც მთავარია, თავდაპირველ შედეგებში არ იყო და შედარებით ბოლოსკენ აისახა საზღვარგარეთის უბნების ხმები. მოლდოვას უცხოეთში დიდი დიასპორა ჰყავს, რომლის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შესაბამისად, დიასპორის შედეგებმა საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა და საბოლოოდ „კი“-მ გაიმარჯვა 50.38%-ით (750137 ხმა) 49.62%-ის წინააღმდეგ (738737 ხმა).

მოლდოვის არჩევნებში/რეფერენდუმში ჩარევასა და მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით ეჭვები და ფაქტები მართლაც არსებობს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია  გავრცელდა პრორუსული ძალების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისთვის და არა – პირიქით. კერძოდ, რუსეთიდან მოქმედი პრორუსული ძალები სხვადასხვა სახით (ნაღდი ფულით და საბანკო გადარიცხვებით) ცდილობდა მოლდოვაში ფულის შეტანას, რომელიც ამომრჩევლების მოსასყიდად იქნებოდა გამოყენებული. მოლდოვას პოლიციის უფროსის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისისთვის 130 ათას ადამიანს ჰქონდა ფული მიღებული არჩევნებში/რეფერენდუმში მოსყიდვის მიზნით. პრეზიდენტ მაია სანდუს ინფორმაციით, უკვე არჩევნების დღისთვის არსებობდა ცხადი მტკიცებულებები, რომ 300 ხმა მოსყიდული იყო მის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგოდ. მოლდოვის პოლიცია საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს და ამ დროისთვის უკვე ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულის აღების 400 კონკრეტული ფაქტი აქვს მტკიცებულებებით გამოვლენილი.

შესაბამისად, მტკიცებები, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან პროევროპული კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბდა, არ დასტურდება. აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად არ იძებნება არავითარი მტკიცებულება ან ფაქტები, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ხმების მოსყიდვის მრავალი შემთხვევა და რუსეთის ჩარევა არჩევნებში უკვე იდენტიფიცირებულია.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.