Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია

მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია

ოქტომბერს 15, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ქვეყნის მტრები“ გაავრცელა ყალბი საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია მტკიცება, რომ გიორგი გახარია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბარათი „მთავარი არხის“ დიზაინითაა შექმნილი და მასზე ტელეარხის ლოგოა დატანილი, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებამ გაავრცელა (იხილეთ დაარქივებული პოსტი). ყალბი ამბის მსგავსი მედიასაშუალების დიზაინით გავრცელება მიზნად ისახავს, მკითხველს გავრცელებული ინფორმაციისადმი მეტი სანდოობა გაუჩინოს და შესაბამისად, მის განწყობებსა და შეხედულებებზე უფრო მარტივად იმოქმედოს.

ცნობისთვის, Facebook-გვერდის „ქვეყნის მტრები“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც შინაარსობრივად ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხილეთ სტატია).

პოსტის გამოქვეყნება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან ანგარიშით 1:0-ით დამარცხებას მოჰყვა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული Facebook-გვერდი ოპოზიციური აქტორების დისკრედიტაციისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოყენებას აქტიურად ცდილობს.

სინამდვილეში სანდო, ოფიციალური ან ავთენტური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნულ ციტატა ნამდვილად გიორგი გახარიას ეკუთვნის არ არსებობს. კერძოდ, აღნიშნული ციტატა არ გვხვდება არც გიორგი გახარიას ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე „გახარია“ და არც პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ სოციალური ქსელების ანგარიშებსა და ვებგვერდზე. ინფორმაცია არ იძებნება არც მედიასაშუალებებში, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ Facebook ან Instagram-ანგარიშებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მთავარი არხი“ ბარათებზე ციტატების დატანისას ბრჭყალების ნიშნებს იყენებს (‘’), განსხვავებულია ტექსტის შრიფტიც (იხილეთ ფოტო ქვემოთ).

ბარათი მთავრი არხის ანგარიშიდან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყალბი ბარათი

უფრო მეტიც, თამაშის დაწყებამდე გიორგი გახარიას Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაში“ მისი ვიზიტის მონაკვეთი ჩანს, ის ამბობს „მე მინდა ჩვენს ნაკრებს ვუსურვო გამარჯვება, წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ მთავარი არის ღირსეულად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხან ფრე იქნება, ხან დავმარცხდებით, ხან კიდე გავიმარჯვებთ, მთავარია წინ მივდიოდეთ“. ამდენად თამაშის დაწყებამდე გიორგი გახარია თავად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ მთავარი ღირსეულად თამაში და პროგრესის ჩვენებაა, რა დროსაც გამარჯვებების გარდა ფრის ან მარცხის დაფიქსირებაც შესაძლებელია.

ამდენად მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ტყუილია.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.