Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მანიპულაცია: გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსება „შავ ხვრელში“ ჩასხმული ფულია

მანიპულაცია: გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსება „შავ ხვრელში“ ჩასხმული ფულია

ოქტომბერს 7, 2024 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს და წერს (დაარქივებული ბმული), რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების  დაფინანსებაზე აცხადებდა, რომ მსგავსი რამ „შავ ხვრელში“ ფულის ჩასხმაა. „გახსოვთ შავ ხვრელში რომ უშვებდა ონკო პაციენტებს,  რომლებმაც, შემდგომ სასწაული ნაბიჯები გადადგეს და დაამაცხეს ონკოდაავადებები, ზუსტად მაგ თემაში ჩადებულმა თანხებმა მოიტანა ეგ მიღწევები  და ამ „ადამიანმა“ მაგაში ჩადებული ფული შავ ხვრელში ჩადებული ფულიაო. აპოტესტებდა ბიუჯეტში ჩადებულ თანხებს ონკოპაციენტებისთვის“,- წერია პოსტია აღწერაში.

რეალურად, გიორგი ვაშაძის აღნიშნული განცხადება მისი სატელევიზიო  ინტერვიუდან შერჩევით და იზოლირებულად არის გავრცელებული და სრული კონტექსტის გარეშე, შესაძლოა, მკითხველს არასწორი წარმოდგენა გაუჩინოს.

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემებზე საუბრისას გიორგი ვაშაძე ამბობს: „დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში არ არის ყურადღება გამახვილებული: პირველი ეს არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ, არა მკურნალობ ავადმყოფს, არამედ, სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევი ამ ყველაფერში. ასეთი არის დასავლური პრაქტიკა და რაზეც უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ფინანსები გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა ვასხამთ „შავ ხვრელში“ ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს, ანუ, მაგალითად, ადამიანს, რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიო თერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ეს ცხოვრება. მაგრამ, არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში, ჯანმრთელობის კუთხით, იყოს მაქსიმალურად ყურადღება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ, სანამ ადამიანი უკვე გადასარჩენ პირობებში მივა, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, მათ შორის, სახელმწიფოს, და ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, უბრალოდ, რადგან ვეღარ უშველი, და, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ და მანამდე პრევენციული მექანიზმების მეშვეობით ეს გავაკეთოთ. ეს როგორ უნდა მოხდეს? ეს არის საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინერცია გავაკეთოთ საბიუჯეტო სახსრების იქ სადაც არის პრევენცია, რომ დავზოგოთ საბოლოო ჯამში ადამიანის სიცოცხლე, პირველ რიგში და რესურსები, რომელიც იხარჯება ამასთან დაკავშირებით“.

შესაბამისად,  გადაცემის სრული მონაკვეთის ნახვისას, ცხადი ხდება, რომ გიორგი ვაშაძე გამოხატავს არა სინანულს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე, არამედ მიუთითებს, ჯანდაცვის  სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემებზე, რის გამოც, მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არაა, რაც ონკოპაციენტებს ადრეულ ეტაპზე დაეხმარებოდა, მეტ სიცოცხლეს გადაარჩენდა და სახელმწიფო რესურსებსაც დაზოგავდა.

 

See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.