Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა

სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა

სექტემბერს 12, 2024 · Verified Facts · Verdict: Satire

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები პოსტს ავრცელებენ (1,2), რომლის მიხედვითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ გორ მინასიანი საარჩევნო სიაში წარადგინა. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, „აქაც მეორე ადგილისთვის იბრძოლებს“. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის,  გორ მინასიანი ეთნიკურად სომეხი ძალოსანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობს, შესაბამისად, საარჩევნო სიაშიც ვერ მოხვდებოდა. თანაც, კოალიციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ჯერჯერობით, საარჩევნო სია არ წარუდგენია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც  „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ შედის, საარჩევნო სია ჯერჯერობით არ წარუდგენია. სიაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ მოხვდება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრულია, რომ  „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც“.

ცნობისთვის, გორ მინასიანი 29 წლის ეთნიკურად სომეხი ძალოსანია, რომელიც მიმდინარე წელს პარიზის ოლიმპიადაზე ბაჰრეინის სახელით გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კი ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. ბოლო 14 წლის განმავლობაში, როცა  ტალახაძე და მინასიანი ერთად ასპარეზობდნენ, სომეხმა ძალოსანმა ოქროს მედლის აღება ვერც ერთხელ შეძლო.

აღნიშნული Facebook-პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა და სიაში მე-7 ადგილს სწორედ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე იკავებს.

ამდენად, გავრცელებული პოსტი სატირული შინაარსის არის და მცდარია მტკიცება, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციამ  საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა.

 

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.