Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ესტონეთში ქვეყნის ხელისუფლების დაფინანსებით ფაშისტური მარში გაიმართა

დეზინფორმაცია: ესტონეთში ქვეყნის ხელისუფლების დაფინანსებით ფაშისტური მარში გაიმართა

აგვისტოს 23, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აქვეყნებს, აღწერით: „ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოს, ესტონეთის დედაქალაქში, ხელისუფლების ორგანიზებით მორიგი ფაშისტური მარში გაიმართა!“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო ესტონეთში გამართული სამხედრო ისტორიის ფესტივალიდან გავრცელდა, სადაც სხვადასხვა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოდელო ბრძოლებს მართავენ. ფესტივალზე ერთ-ერთი კლუბი ნაცისტებს განასახიერებდა.

ვალგას სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ფესტივალი ესტონეთში ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა ქვეყნიდან სამხედრო ისტორიის კლუბების წევრებს აერთიანებს. ფესტივალის მიმდინარეობისას სამოდელო ბრძოლები ტარდება, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ფორმა აცვიათ. ვიზიტორებითვის სხვადასხვა თემატიკით ბაზრობებიც იმართება, მათ შორის, ადგილობრივი ფერმერები თავიანთ პროდუქციას

სამხედრო ისტორიის ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წელს 16-17 აგვისტოს გაიმართა, ინფორმაცია ფესტივალის ვებ-გვერდსა და Facebook-ღონისძიებებშიც ხელმისაწვდომია (იხილეთ სურათები ქვემოთ).

ფესტივალიდან ფოტო/ვიდეო მასალა Facebook-პლატფორმაზეც, მათ შორის ლატვიის მსროლელთა ასოციაციის ფილიალის ოფიციალური გვერდის „Cesis Battlefield“ მიერ, გავრცელდა.

ამდენად, მტკიცება, რომ ესტონეთის ხელისუფლების დაფინანსებით „ფაშისტური მარში“ გაიმართა, მცდარია. რეალურად, Facebook-პოსტის ქვეშ დართული სურათი ასახავს სამხედრო ისტორიის ფესტივალიდან ჯგუფს, რომელიც ნაცისტებს განასახიერებდა და სამოდელო ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.