Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

აგვისტოს 13, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის პოსტერს (არქივირებული პოსტის ბმული) ავრცელებს და ამტკიცებს, რომ „ოლიმპიადის ორგანიზატორებს ბრალად ედებათ ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე პლაკატში „დაცემული ლუციფერის ჩართვა“. რეალურად, ოქროსფერ კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი დროსა და სივრცეში მოგზაურს განასახიერებდა დისტოპიური მომავლიდან და არა „დაცემულ ლუციფერს“.

პარიზი ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის მეორე ნაწილი, რომელშიც ოქროსფერი მოგზაური გამოჩნდა, ყურადღებას ამახვილებდა გართობაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. მასში ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა თომას ჯოლიმ და მისმა გუნდმა დისტოპიური მოგზაურობა წარმოადგინეს, რომელსაც ოლიმპიური თამაშების საერთო ადამიანური გამოცდილება უნდა განესახიერებინა.

აღნიშნული ნაწილი შთაგონებული იყო ბერძნული ანტიკურობით, სადაც „ოლიმპიური სული“ დაიბადა, პატივს მიაგებდა ოლიმპიური თამაშების შექმნის ისტორიას და მათ აღორძინებას. ცერემონიის ამ ნაწილში, მაყურებელი ხედავს ოქროს მოგზაურს სხვა დროიდან და ადგილიდან, რომელიც ხვდება მეტაფორულ სიმბოლოებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ოლიმპიური თამაშები, ერთიანობისა და მშვიდობის ღირებულებები.

გახსნისა და დახურვის ცერემონიების სამხატვრო ხელმძღვანელს, თომას ჯოლის აღნიშნული პერსონაჟი 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში გაგზავნილმა ლეგენდარულმა ოქროს დისკმა შთააგონა, რომელიც თითქმის 50 წელია კოსმოსში ტრიალებს. ჯოლის ხედვით, ოქროს მოგზაური გაუკაცრიელებულ და მისტიურ დედამიწაზე ეშვება, სადაც ოლიმპიური თამაშების ნარჩენებს აღმოაჩენს.

სხვადასხვა ცნობით, ოქროსფერი მოგზაურის პერსონაჟი ასევე იყო შთაგონებული ფრანგული ისტორიული მემკვიდრეობით, მათ შორის ბასტილიის სულით, ასევე, სამეცნიერო ფანტასტიკით.

ცერემონიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიერ რებულის თანახმად, გახსნის ცერემონიის მსგავსად, ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიას ჰქონდა პროგრესული გზავნილი. მათ სამეცნიერო ფანტასტიკა „ცნობიერების ასამაღლებლად [გამოიყენეს] იმის შესახებ, რომ ჩვენი სამყარო მყიფეა და ჩვენ ჩვენი ღირებულებების შენარჩუნება გვჭირდება.”

ამრიგად, მტკიცება, რომ ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟი „დაცემულ ლუციფერს“ განასახიერებდა, ტყუილია.

 

 

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.