Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ზელენსკის ფოტო და გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზელენსკის ფოტო და გამოგონილი ციტატა ვრცელდება

ნოემბერს 27, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics, საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი აქვეყნებს პოსტს (არქივირებული ბმული), რომელშიც ვკითხულობთ ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატას: „რუსებმა კიევში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვიეს, რათა „ТЦК-ების“ მუშაობა გაერთულებინათ.“  მოცემული ციტატა უკრაინის პრეზიდენტის ფოტოზე დატანილი რუსულენოვანი ციტატის თარგმანია, რომელიც თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ვერაგობაზე კომენტირებისას თქვა. ფოტო დამადებულია ალბომში სახელით: „ყველა, ვინც რუსეთს შეურაცხყოფს, საქართველოს მტერია“ (Все, оскорбляющие Россию, являются врагами Грузии! 🇷🇺💓🇬🇪).

მგსგავსი შინაარსის განცხადება უკრაინის პრეზიდენტს სინამდვილეში არ გაუკეთებია. ციტატა გამოგონილია, ის არ გვხვდება სანდო მედიების გვერდებზე, ხოლო google-ის ფოტოების უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით მისი პირველწყარო, სავარაუდოდ, vkontakte-ს - რუსული სოციალური ქსელის ანგარიშია. ფოტოს აქვეყნებს ანგარიში „კრემლის ხელი Z / სსო-ის ამბები / ირან-ისრაელი“ (Рука Кремля Z / Сводки СВО / Иран – Израиль). პოსტი შვიდ ნოემბერს არის გამოქვეყნებული და მასში იგივე ფოტო, იგივე შესავალი და იგივე ციტატაა გამოყენებული. მოცემული ანგარიში პრორუსული განწყობებისაა და მადისკრედიტებელ, ხშირად გამოგონილ სატირულ მასალას ან რეალურ ინფორმაციაზე სატირული შინაარსის კომენტარს ავრცელებს.

რა არის ბლექაუთები - ეს არის ელექტროენერგიის საერთო გათიშვა. მოცემულ პოსტში იგულისხმება უკრაინის დედაქალაქში კიევში ელექტროენერგიის სრული გათიშვები. გამოგონილი ციტატის მიხედვით, ზელენსკი თვლის, რომ ბლექაუთებით რუსეთს სურს ТЦК-ების მუშაობის შეფერხება. ТЦК-ს შემოკლებით იყენებენ, როგორც ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური დახმარების ცენტრის აბრევიატურას. სწორედ აღნიშნული უწყებაა უკრაინაში მობილიზაციის აღმასრულებელი ძირითადი ინსტიტუტი. ამგვარი გამოგონილი ციტატა ორ დამატებით შინაარსს შეიცავს: 1. უკრაინა უძალოა და არ შეუძლია დედაქალაქი ბლექაუთებისგან დაიცვას; 2. მობილიზაციის პროცესი იმდენად პრობლემურია, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუქოდ ვერ ჩაატარებს.

სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ბლექაუთების საკითხზე ზელენსკიმ სრულიად სხვა შინაარსის პასუხი გასცა. თუ მოსკოვი კიევს ემუქრება ბლექაუთით, კრემლში უნდა იცოდნენ, რომ ბლექაუთი იქნება რუსეთის დედაქალაქშიც, - ასეთი იყო უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი.

შესაბამისად, ფოტოზე მოტანილი ციტატა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით ვრცელდება, გამოგონილია, მისი ორიგინალი წყარო სატირული გვერდია.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.